როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილის კომპრესი ტკივილის, შეშუპებისა და ვარიკოზის წინააღმდეგ

სტატიაში შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური, ბუნებრივი სამკურნალო საშუალების რეცეპტს ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა: რევმატიზმი, ვარიკოზული ვენები, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, კისტები და კეთილთვისებიანი სიმსივნეები, როგორიცაა, საშვილოსნოს მიომა.

ჯანჯაფილის კომპრესის დანიშნულებაა შეშუპებისგან, ლორწოსგან და დაძაბულობისგან გათავისუფლება. ის ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ენერგიის მომატებას.

სამკურნალო საშუალება ეფექტურია სხეულის დაზიანებების და სქოლიოზის მქონე პაციენტებისთვის. ასევე ხელს უწყობს კანის პრობლემების განკურნებას.

ჯანჯაფილის კომპრესის თერმული აქტივობა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. სითბოსა და წვის შეგრძნება კანზე მიუთითებს კოჭას ტკივილგამაყუჩებელ ეფექტზე და ტკივილის წყაროში ღრმად შეღწევადობის უნარზე.

ძლიერი ტკივილისა და შეშუპების დროს ჯანჯაფილის კომპრესი შეგიძლიათ დაიტოვოთ კანზე, სანამ თბილი იქნება.

კომპრესი ეფექტურია ასთმით დაავალდებულთათვის. კოჭას კომპრესი ასწრაფებს ანთებითი პროცესებისგან განკურნებას, ეფექტურია ბრონქიტის, პროსტატის ინფექციის, შარდის ბუშტის ანთების, ნაწლავის ანთების სამკურნალოდ.

ჯანჯაფილის კომპრესს შეუძლია დააჩქაროს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაცია და ასევე შესანიშნავი საშუალებაა კუნთების დაძაბულობის შესამსუბუქლებლად.

 ჯანჯაფილის კომპრესის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაჭრილი ჯანჯაფილი დაახლოებით 1,5 ს. კ.
  • ზღვის მარილი 2 ს. კ.
  • ნიორი 4 კბილი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. აიღეთ პატარა ცელოფანი და მომზადებული მასა დაიტანეთ მის ცენტრში.
  2. დაზიანებულ კანზე შეიზილეთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, დაიდეთ კომპრესი და შეიხვიეთ.
  3. ჯანჯაფილით კომპრესის მკურნალობის დრო და სიხშირე დამოკიდებულია იმაზე თუ რას მკურნალობთ და რა სიმძიმისაა მდგომარეობა. სამკურნალო პროცედურები დაიწყეთ 5-10 წუთიდან და თანდათან გაზარდეთ.
  4. კომპრესის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობებზე.
  5. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

დაიმახსოვრეთ, ჯანჯაფილის კომპრესის გამოყენება არ შეიძლება ჩვილებისთვის და ორსულთათვის, აგრეთვე მაღალი ტემპერატურის დროს და სიმსივინის დროს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული  საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.