როგორ დავამარცხოთ ხველა ქიმიური პრეპარატების მიღების გარეშე

4876

შემოდგომის მიწურული ვირუსებისა და გაციების დრო, რომელთაც თან სდევს ხველა. ხველის საწინააღმდეგო უამრავი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ პრეპარატების ქიმიურ შემადგენლობებს და ნუ გამოიყენებთ თქვენი პატარებისთვის იმ საშუალებებს, რომელთაც ეფექტთან ერთად ბევრი სხვა გვერდითი მოვლენაც აქვს.

ხალხური მედიცინა მდიდარია რეცეპტებით,რომლებიც ამ ძნელადმოსაგვარებელ პრობლემას მოგიგვარებთ. გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც უძლიერესი სამკურნალო საშუალებებია.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხველის საწინააღმდეგო რამდენიმე რეცეპტს.

თქვენს პატარას ახველებს?

  1. გახეხეთ 1 ცალი ვაშლი, 1 ცალი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, დაამატეთ 2 ს. კ. თაფლი. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული ნარევის 1 ჩ. კ. მიიღეთ ღეში 4-5 ჯერ.
  2. 30 გრ ქიშმიშს დაასხით გადადუღებულ ცივ წყალი, დააყოვნეთ 45 წუთი, შემდეგ კი გადაწურეთ თუშფალანგზე. ქიშმიში შეჭამეთ ძილის წინ და მიაყოლეთ ცხელი რძე. ეს უძლიერესი კომბინაცია ძლიერი ხველისგანაც კი გაგათავისუფლებთ.
  3. ხველის საწინააღმდეგო ცეცხლოვანი რძე – 10 ხახვი დაჭერით კუბიკებად, დაამატეთ 1 თავი დაჭყლეტილი ნიორი, დაასხით 500 მლ რძე და აადუღეთ. ნაზავს დაამატეთ პიტნა და ცაცხვის თაფლი. მომზადებული საშუალება დააყოვნეთ 1 საათით და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ს. კ. დღეში რამდენჯერმე.
  4. აურიეთ ერთმანეთში 2 ს. კ. გახეხილი ვაშლი, 2 ს. კ. თაფლი და 1 ს. კ. გახეხილი ხახვი. მომზადებუი ნაზავი მიიღეთ თბილი 1 ჩ. კ. დღეში 4-7-ჯერ.
  5. დაჭერით 2 მწიფე ბანანი , დაასხით 200 მლ ცხელი წყალი და ადუღეთ 10 წუთი, გაფილტრეთ, დაამატეთ თაფლი და დალიეთ თბილ-თბილი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ მიეძალებით მედიკამენტებს, შეეცადეთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხალხური მედიცინის რეცეპტებით მოიგვაროთ.