თმის ამ ნიღბის რეცეპტს ყველა დაქალს ვასწავლი, რადგან მისი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარრ

თმა სილამაზის ერთ-ერთი სამკაულია, ამიტომ იგი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი თმა, გამოიყენეთ ვიტამინებითა და სასარგებლო საკვები ნივთიერებებით გაჯერებული ბუნებრივი პროდუქტები, მოამზადეთ ნატურალური ნიღბები, რომლებიც აძლიერებს თმას, უზრუნველყოფს ზრდას, ანიჭებს მბზინვარებას, ჰმატებს მოცულობას და ხდის მას დამყოლს.

ოცნება რომ რეალობად გექცეთ და იამაყოთ თქვენი ლამაზი, გრძელი და აბრეშუმისებრი თმით, რეგულარუად, კვირაში 1-2-ჯერ, გაიკეთეთ უმარტივესი, ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ნიღაბი. გაითვალისწინეთ, რომ ეფექტური შედეგისთვის აუცილებელია რეცეპტების ყოველ 2 თვეში ცვალა.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი, მაგრამ საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცპტს, რომელსაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტებიც დაამატოთ. ნიღაბი მომზადებულია კვერცხის გულისა და კარტოფილის ნახარშის ბაზაზე.

მომზადების წესი:

მინის ჭურჭელში მოათავსეთ 2-3 ცალი კვერცხის გული (რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე) და ათქვიფეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ზეითუნის  ან ნუშის ზეთი, ან ალოეს წვენი. მიღებული მასა დაიტანეთ თავის კანზე და კარგად შეიზილეთ, შემდეგ გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ აბაზანის ქუდი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 15 წუთი.

მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაივლეთ და კარგად შეიზილეთ კარტოფილის ნახარში. სამოქმედოდ დაიტოვეთ 3-5 წუთი. პროცედურის შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

კარტოფილის ნახარშის მოსამზადებლად 4-5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გათალეთ, დაასხით 1 ლ წყალი და მოხარშეთ, გადაწურეთ და ნახარშიც მზად არის.

გამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღაბი და შედეგი ისიამოვნეთ.