ხალხური საშუალებები თავიდან აგარიდებთ შქრის დონის მკვეთრ მატებასა და ვარდნას

შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ადამიანისთვის უპირველესი საზრუნავი არის სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება.

სტატიში გიამბობთ უმარტივესი, მაგრამ საოცრად ეფექტურ საშუალებათა შესაებ, რომელთა წყალობით შეძლებთ სისხლში შაქრის დონის შემცირებას.

მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პირველი საშუალება

საჭირო ინგრედიენტები:

  • ცაცხვის ყვავილები 2 ს. კ.
  • ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ლიმონის ცედრა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ცაცხვის ჩაი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. ამ სასარგებლო და გემრიელი სასმელის რეგულარულად გამოყენებით  გასააოცარ შედეგს მიიღებთ.
  2. ცაცხვის ყვავილებს, დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და 10 წუთით გააჩერეთ თბილ ადგილზე. სურვილისამებრ შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის ცედრა.
  3. შემოთავაზებული საშუალება მიიღეთ დღის განმავლობაში 2-5 საათამდე შუალედით. ცაცხვის ჩაის ეფექტის გასაძლიერებლად ხალხური მედიცინა გვირჩევს, დიაბეტიანებმა ყველა სასმელი ცაცხვის უგემრიელესი ჩაითი ჩაანაცვლონ.

მეორე საშუალება

თანაბარი რაოდენობით აიღეთ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის წვენი
  • ჭარხლის წვენი
  • მიწავაშლას წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ბუნებრივი პროდუქტების ნატურალური წვენები ერთმანეთში აურიეთ და მიიღეთ დილა-საღამოს ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი კვირიდან ხუთ კვირამდე.

მესამე საშუალება

  • კვერცხი 1 ცალი
  • ლიმონი (საშუალო)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნარევი მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა.

მეოთხე საშუალება

საჭირო ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი ნახევარი ჩ. ჭ.
  • გადადუღებული წყალი 3 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. შვრიის ფანტელებს დაასხით გადადუღებული წყალი, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10-15 წუთი. შემდეგ ერთი საათით გააჩერეთ.
  2. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჩ. ჭ. ნახარში. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირა.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, აირჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.