როგორ გავწმინდოთ ცხიმის ლაქებით დაბინძურებული ღუმელის სახელურები რამდენიმე წუთში

ღუმელის სახელურები, არ აქვს მნიშვნელობა ღუმელი ელექტროა თუ გაზის, სწრაფად და მარტივად ბინძურდება. საკვების მომზადების დროს სახელურებზე რჩება ცხიმის ფენები, რომელთაც მუდმივად სჭირდება გაწმენდა. ზოგიერთ ღუმელს სახელურები არ ეხსნება, ამიტომ მათ გასაწმენდად კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

შემოგთავაზებთ მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ ცხიმის ლაქებით დაბინძურებული სახელურების გაწმენდას.

ღუმელის სახელურების გასაწმენდათ დაგჭირდებათ:

  • ყურის ჩხირები
  • კბილის ჯაგრისი
  • ამიაკის ხსნარი
  • ანისულის ხსნარი

ინსტრუქცია:

  1. ამიაკისა და ანისულის ხსნარი შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით.
  2. ყურის ჩხირები გააჯერეთ მიღებულ ნარებში, გაწმინდეთ დაბინძურებული სახელურები და ღუმელის სხვა ნაწილები.
  3. დააყოვნეთ რამდენიმე წუთი და დააკვირდით როგორ დნება ცხიმები.
  4. ეფქტური შედეგის მისაღებად ცხიმის ნარჩენები კბილის ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ.
  5. შედეგით ისიამოვნეთ. თქვენი ღუმელის სახელურები სისუფთავისგან იბრწყინებს.

გამოიყენეთ შემოთავაზებული მეთოდი და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევისა და ძვირადღირებული საწმენდი საშუალებების გარეშე მიიღეთ მაქსიმალური შედეგი.