სალათი უგემრიელესი და საოცრად არომატულია. შეგიძლიათ მიირთვათ ხორცთან, კარტოფილთან, ლობიოსთან და თქვენს საყვარელ კერძებთან ერთად.
კიტრის სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კიტრი 1 კგ 200 გრ
- ხახვი 200 გრ
- კამა დიდი კონა
მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარლიტრიანი ქილა და ინგრედიენტებიც გათვლილია 1 ქილაზე:
- შავი პიმპილის მარცვალი 2 ცალი
- წითელი წიწაკა 1 ცალი
- დაფნა 1 ცალი
- მარილი 1 ჩაის კოვზამდე
- შაქარი ნახევარი ჩ. კ.
- ძმარი 9 %-იანი 1 ს. კ.
- ზეთი 1,5 ს. კ.
მომზადების წესები:
- კიტრი შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი იქნება თუ პატარა, რადგან რგოლებად უნდა დაჭრათ. ხახვი-ნახევარ წრეებად, კამა წვრილად არ დაჭრათ.
- კიტრი, ხახვი და კამა აურიეთ. გასტერილებულ ქილაში ჩადეთ დაფნის ფოთოლი და ორივე სახის წიწაკა.
- ქილა გაავსეთ კიტრის სალათით, დაასხით თავისივე წვენი და დაამატეთ მარილი, შაქარი, ძმარი და ზეთი.
- გამზადებული ქილები გააჩერეთ 10 წუთი.
- შემდეგ ქილა გაასტერილეთ. ადუღებიდან ადუღეთ კიდევ 10 წუთი .
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ ქილას სახურავი მჭიდროთ დაახურეთ ან მოხუფეთ, დადგით თავდაყირა და შეფუთეთ.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!