იმუნიტეტი რომ გაიძლიეროთ და თავი დააღწიოთ მრავალ პრობლემას, გამოიყენეთ მარტივი საშინაო საშუალება

ეს სასმელი არის დიდი იმუნური მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ძალასა და ენერგიას ჰმატებს, განსაკუთრებით თუ დილით მიიღებთ.

ტონიკი ასტიმულირებს ჩვენს იმუნურ სისტემას, რათა წარმატებით გავუწიოთ წინააღმდეგობა სხვადასხვა ვირუსებსა და ინფექციებს.

მოცემული საშუალება გამოიყენება გრიპისა და გაციების საწინააღმდეგოდ.

ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული და მრავალი სამკურნალო თვისებით გაჯერებული ნარევი ეფექტურად გამოიყენება ინფექციების, ვირუსების, ბაქტერიების, სოკოს საწინააღმდეგოდ და შესანიშნავი ბუნებრივი გზაა ყელის ტკივილის განმუხტვისთვის.

იმუნური ტონიკი მუდმივად არ გამოიყენოთ, რადგან ორგანიზმი ეჩვევა მას და წამალი ნაკლებად ეფექტური ხდება.

სამკურნალო ტონიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჯანჯაფილის ფესვი გახეხილი (გემოვნებით)
  • წიწიბურას თაფლი 3 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 2-3 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიიღეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე 15-20 წუთით ადრე.

რეკომენდებულია, მიიღოთ ყოველ დილას, სამი კვირის განმავლობაში. შემდეგ 7-10 დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!