ბუნებრივი სიროფის უძლიერესი შემადგენლობა დაგეხმარებათ, განიკურნოთ გაციებისგან, გრიპისგან, ბრონქიტისგან და მოგიხსნით ასთმურ შეტევებს.
სასუნთქი გზების დაავადებებს ახლავს მრავალი უსიამოვნო სიმპტომი:
- ყელის ტკივილი;
- სურდო;
- ცხელება და შემცივნება;
- ლორწო და სისველე;
- ხველა.
მოცემული სიმპტომები იწვევს გაღიზიანებას და აფერხებს სრულყოფილ ცხოვრებას, ამიტომ ვცდილობთ ამ პრობლემების ნებისმიერი გზით აღმოფხვრას.
სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო საშუალების რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ რესპირატორული დაავადებებისგან. ბუნებრივი სიროფი დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ ქრონიკულ ხველას, ბრონქიტს და განმუხტავს ასთმის შეტევასაც კი.
ხახვის სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვი 100 გრ
- შაქარი 100 გრ
- ლიმონი ½
- წყალი 1 ლ
- თაფლი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, შაქარი მოათავსეთ მეტალის ჭურჭელში, დადგით დაბალ ცეცხლზე და მოხალეთ, როცა შაქარი ოქროსფერი გახდება დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, აურიეთ და 1 წუთის შემდეგ დაასხით წყალი.
- ადუღეთ სიროფი, სანამ წყლის 1/3 არ აორთქლდება. მომზადებული მასა გააგრილეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, თაფლი და კარგად აურიეთ.
- სიროფი დააყოვნეთ რამდენიმე საათით, შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში.
- მიიღეთ მომზადებული ნარევის 1 ჩ. კ. დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.
ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას!