უნიტაზი ყოველთვის სუფთა რომ იყოს და უსიამოვნო სუნმა არ შეგაწუხოთ, მოამზადეთ და გამოიყენეთ იოლი საშუალება

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული საოცრად ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც მარტივად გაწმენდთ უნიტაზს, დაიცავთ სიუფთავეს და ხელს შეუშლით მიკრობების წარმოქმნას.

მართალია, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, მაშინ როდესაც უამრავი ძვირადრირებული, ქიმიური საშუალება არსებობს, მაგრამ მათი შეძენა ყველას არ შეუძლია, გარდა ამისა ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ქიმიკატებს, რომლებიც ორგანიზმისთვის საზიანოა.

საბედნიეროდ, უამრავი საშუალება არსებობს, რომლებიც მოსამზადებლადაც უმარტივესია და შედეგითაც კმაყოფილი დარჩებით.

საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:   

  • სოდა 160 გრ
  • ლიმონის წვენი 60 მლ
  • ძმარი ½  ს. კ.
  • წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი) 1 ს. კ.
  • არომატული ეთერზეთი 15-20 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:   

  1. აიღეთ 2 თასი. ერთში მოამზადეთ სოდისა და ლიმონის ნარევი, ხოლო მეორეში-წყალბადის ზეჟანგისა და ძმრის. გააერთიანეთ მომზადებული ნარევები, ბოლოს დაამატეთ არომატული ზეთი.
  2. მომზადებული მასა კოვზით აიღეთ და ნახევარსფეროს ფორმები გასაშრობად 4 საათით დააწყვეთ პერგამენტის ქაღალდზე, მაგრამ თუ არ გეჩქარებათ, გააჩერეთ მთელი ღამით. შემდეგ ჩააწყვეთ ჰერმეტულად თავდახურულ მინის ჭურჭელში და დადეთ უნიტაზის გვერდით.

კვირაში 2-3-ჯერ  ჩააგდეთ უნიტაზში ბურთულა და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუნარჩუნეთ სისუფთავე.