ფახლავას ყველა სხვადასხვანაირად ამზადებს, ამიტომ ამ საოცრების უამრავი რეცეპტი არსებობს. შემოგთავაზებთ უმარტივეს ვარიანტს, რომლის საშუალებითაც უმოკლეს დროში და საკმაოდ მარტივად შეძლებთ მის მომზადებას.
მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტები და მიჰყევით რეცეპტს.
იხილეთ ინგრედიენტთა ჩამონათვალი:
- კარაქი 350 გრ
- არაჟანი 300 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- ფქვილი 4 ჩ. ჭ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- შაქარი 2, 5 ჩ. ჭ.
- ნიგოზი 2 ჩ. ჭ.
- ვანილი
- ლიმონმჟავა მწიკვი
- თაფლი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ვამზადებთ ცომს.
- გახეხეთ 300 გრ კარქი ფქვილთან ერთად.
- დაამატეთ 3 ცალი კვერცხის გული (1 ცალი კვერცხის გული ცალკე შეინახეთ), სოდა, ვანილი და მოზილეთ ცომი. მომზადებული მასა 1 საათით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით 3 ნაწილად.
ვამზადებთ შიგთავს:
- ნიგოზი წვრილად დაჭერით.
- 4 ცალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ, მიიღებთ თეთრ ღრუბელივით მასას, ნელ-ნელა ჩააყარეთ შაქარი, ვანილი, მწიკვი ლიმონმჟავა, დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი და ფრთხილად აურიეთ.
- გააბრტყელეთ ცომის ერთი გუნდა და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, დაფარეთ მომზადებული შიგთავსით, რომელსაც ორ ნაწილად გაყოფთ, შემდეგ დაადეთ ცომის მეორე ფენა. ამ ფენაზე გაანაწილეთ შიგთავსის დარჩენილი მასა და ზემოდან დააფარეთ მესამე ფენა.
- პეროგი დაჭერით რომბებად, ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული და მორთეთ დაჭრილი ნიგვზით, თითოოეულ ნაჭერზე დაადეთ ნიგვზის ლებანის ნახევარი.
- პეროგი გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 40-50 წუთის განმავლობაში.
- სრულ მომზადებამდე, 5-10 წუთით ადრე, გამოიღეთ ღუმელიდან და მოასხით თაფლისა და 50 გრ გამდნარი კარაქის ნაზავი და კვლავ გააგრძელეთ ცხობა.
საოცარი ფახლავაც მზად არის. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!