თქვენ ფიქრობთ, რომ წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ ჭრილობების დასამუშავებლად არის საჭირო. ყოველდღიურ ცხოვრებაში წყალბადის ზეჟანგს სხვადასხვა დანიშნულებების მიხედვით იყენებენ და მისი ეფექტურობის ხილვით გაოცდებით.
წყალბადის ზეჟანგის გამოყენების ალტერნატიული გზები
ასუფთავებს სამზარეულოს ხის დაფებს
ცუდად გაწმენდილი დაფა არის ნაყოფიერი ნიადაგი ბაქტერიების ზრდისა და განვითარებისათვის. დაფა გაწმინდეთ წყალბადის ზეჟანგითა და ძმრით, არ გამოიყენოთ აგრესიული ქიმიური ნივთიერებები.
წმენდს აბაზანის ღრუბლებს
ღრუბელს ვერ მოაშორეთ ცუდი სუნი? ამისათვის ღრმა თასში თანაბარაი რაოდენობით ჩაასხით თბილი წყალი და წყალბადის ზეჟანგი, ჩაალბეთ ღრუბელი და დააყოვნეთ 15 წუთი, შემდეგ კი კარგად გარეცხეთ.
ბოსტნეულს უკეთებს დეზინფექციას
3%-ანი წყალბადის ზეჟანგი ჩაასხით პულველიზატორიან ბოთლში და გამოსადეგარი ბაქტერიებით დატვირთული ბოსტნეული დანამეთ, 5 წუთით დააყოვნეთ და შემდეგ კარგად გარეცხეთ.
ებრძვის წითელი ღვინის ლაქებს
გუშინ დალიეთ და ცოტა ზედმეტი მოგივიდათ, თქვენი საყვარელი პერანგი კი წითელი ღვინითაა დალაქავებული, მაგრამ არ ინერვიულოთ, უძლიერესი და ჯადოსნური საშუალება წყალბადის ზეჟანგი ამ პრობლემას მოგიხსნით. ლაქებზე დაასხით წყალბადის ზეჟანგი, რამდენიმე წუთით დააყოვნეთ, შემდეგ გარეცხეთ, გააშრეთ და შედეგით ისიამოვნეთ.
აშორებს სისხლის ლაქებს
წყალბადის ზეჟანგი მათეთრებელი საშუალებაა, რომელიც აშორებს სისხლის ლაქებს. დაასხით ის ლაქებზე, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და გაავლეთ ცივ წყალში. სრულ გათეთრებამდე შეიძლება კიდევ დასჭირდეს გამეორება.
გირჩევთ, რომ წყალბადის ზეჟანგი ფრთხილად გამოიყენოთ, რადგან შეიძლება სამოსზე თეთრი ლაქები დაგიტოვოთ.
ამოყავს ლაქები ფილებსა და სამზარეულოს დეკორატიული ქვის ზედაპირიდან
წყალბადის ზეჟანგი აშორებს ლაქებს ნებისმიერ მასალიდან დამზადებულ ფილებს, დეკორატიულ ქვებს. აიღეთ ცოტა ფქვილი, დაასხით ეს ჯადოსნური ხსნარი, აურიეთ და წაუსვით ლაქაზე. დააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით კი შედეგით ისიამოვნეთ.
სადეზინფექციო საშუალება
წყალბადის ზეჟანგი იდეალური საშუალებაა, რომელიც უსაფრთხოდ წმენდს ქვის ზედაპირს. ხსნარით გაწმინდეთ ქვის ზედაპირი, დატოვეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კარგად გაწმინდეთ და გააშრეთ.
ასუფთავებს ტუალეტის ავზს
წყალბადის ზეჟანგი ჩაასხით ტუალეტის ავზში, გააჩერეთ 20-30 წუთი.
ასუფთავებს მაცივარს
წყალბადის ზეჟანგით გაწმინდეთ მაცივარი, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ კარგად გაასუფთავეთ. ამ გზით შეგიძლიოთ გაწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანაც.
ეს უძლიერესი საშუალება ფრიად ეფექტურია, ამიტომ მუდმივად იქონიეთ წყალბადის ზეჟანგი. ის ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.