ალბათ გაინტერესებთ რა ხდება თქვენს ორგანიზმში თუ რეგულარულად მოიხმართ შვრიას. შვრია აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ნაწლავის მუშაობას და დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
შვრიას შეუძლია ორგანიზმი უზრუნველყოს აუცილებელი ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების დღიური ნორმით.
საუზმეზე შვრიის რეგულარულად მირთმევა დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობის მაქსიმალურად ოპტიმიზაციაში.
სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის შვრიის რეგულარულად გამოყენებას.
1. შვრია არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს
შვრიის ფაფა ხელს უწყობს სახამებლის მონელებას და ასევე ინარჩუნებს სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს.
2. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები
შვრიის შემადგენლობაში შედის ფიტოქიმიკატები, რომლებიც 10%-ით ამცირებს მსხვილი ნაწლავისა და საძერვე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკს.
3. შვრია გეხმარებათ გახდომაში
თუ გსურთ გახდომა, დაიწყეთ დილა შვრიის ფაფით.
4. შვრია აღგავსებთ ენერგიით
შვრიის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა ის, რომ იგი ენერგიის ბუნებრივი წყაროა.
5. შვრია სასარგებლოა გულისთვის
ეს არის ამ ფაფის ყოველდღიურად მოხმარების მთავარი სარგებელი.
შვრია გაჯერებულია დიდი რაოდენობით ომეგა-3-ითა და ლინოლინის მჟავით. კომპონენტები, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ასევე ხელს უწყობს ტვინისა და გულის აქტივობას.
6. შვრია ორგანიზმს უზრუნველყოფს ცილებით
შვრია გაჯერებულია აუცილებელი ამინომჟავებით, რისი წყალობითაც იგი ცილის ბუნებრივი წყაროა.
7. შვრია ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებს
შვრია შეიცავს იოდს, რომელიც ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების განვითარებას.
8. შვრია აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას
შვრია შეიცავს ნელი მოქმედების ნახშირწყლებს, ამიტომ იგი განაყრებთ და დიდხანს ძლებთ მშიერი.
9. შვრია ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებაა
შვრიის შემადგენლობაში შემავალი B ვიტამინი ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.
მიირთვით ყოველ დილით შვრია და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.