პირის ღრუში მავნე ბაქტერიებს მოსპობთ, ემალს კი რამდენიმე ტონით გაითეთრებთ, თუ მარტივ პროცედურებს ჩაიტარებთ

სტატიაში ვისაუბრებთ საკმაოდ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა, პირის ღრუს ჯანმრთელობა და კბილების გათეთრება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვეულებრივ, კომერციულ პრეპარატებს ვიყენებთ, რომლებიც ყოველთვის არ იძლევა ეფექტურ შედეგს.

აგრეთვე სტომატოლოგიური პროცედურების საშუალებით არის შესაძლებელი კბილებზე ნადების მოშორება და მათი გათეთრება. სამწუხაროდ, ეს პროცედურები საკმაოდ ძვირია და ბევრი ადამიანისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ პირის ღრუს ბაქტერიებისგან გაწმენდას, კბილებზე ნადების მოშორებას, აგრეთვე შეაფერხებთ კარიესისა და სხვა პრობლემების წარმოქმნას.

ზეთით წმენდა არის კბილების გახეხვის ერთ-ერთი უძველესი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ პირის ღრუს ბაქტერიებისგან გათავისუფლება და ღრძილებისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება. პირის ღრუს წმენდის ეს ბუნებრივი მეთოდი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

  1. პროცედურისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე სუფრის კოვზი სეზამის, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.
  2. საფუძვლიანად გამოივლეთ თქვენთვის სასურველი ზეთი 10-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოანერწყვეთ.
  3. საუკეთესო ეფექტის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ დილით, საუზმემდე. დასასრულს გამოივლეთ წყალი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უმარტივესი მეთოდი და იზრუნეთ თქვენი კბილებისა და პირის ღრუს  ჯანმრთელობაზე.