ლაქების ამომყვანი საშუალება საკუთარი ხელით, რომელიც ნებისმიერ სარეცხ ფხვნილზე ეფექტურია

სტატიაში შემოგვთავაზებთ ლაქების ამომყვან საშუალებას, რომელიც თქვენს საყვარელ სამოსს დაუბრუნებს პირვანდელ იერს და შეძლებთ კიდევ დიდხანს დატკბეთ მისი გამოყენებით.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, საშინაო პირობებში მოამზადეთ უმარტივესი და ეფექტური საშუალება და შედეგით ისიამოვნეთ. მისი მომზადება ძალიან იაფი დაგიჯდება, შედეგი კი გაგაოცებთ.

დაგჭირდებათ:

  • ცხელი წყალი 1 ჩ. ჭ.
  • სოდა 0,5 ჩ. ჭ.
  • წყალბადის ზეჟანგი 0,5 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წყალს დაამატეთ სოდა და მოურიეთ, სანამ კარგად არ გაიხსნება.
  2. დაამატეთ წყალბადის ზეჟანგი.

ლაქების ამომყვანი საშუალება მზადაა და ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თეთრი, ისე ფერადი ნივთებისთვის.

გამწმენდი საშუალება დაიტანეთ ლაქაზე და გააჩერეთ 30 წუთი. თუ ლაქა ისევ დარჩა, კვლავ იგივე პროცედურა გაიმეორეთ. შემდეგ კი ჩვეულებრივად გარეცხეთ. თუ ლაქები უკვე ჩამჯდარი და საკმაოდ ძველია, მაშინ საშუალება დალაქავებულ ადგილზე მთელი ღამით გააჩერეთ.

ლაქების ამომყვანი ღია ფერის ნივთებზე უშიშრად შეიძლება გამოიყენოთ, ხოლო დალაქავებული ფერადი ნივთის გარეცხვისას გირჩევთ, ლაქების ამომყვანი ჯერ შეუმჩნეველ ადგილზე გამოიყენოთ. მართალია, ლაქების ამომყვანი საშუალება უშიშრად შეგიძლიათ ფერად ნივთებზე გამოიყენოთ, მაგრამ კარგია თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ.

ცადეთ, მოამზადეთ იაფი, საოცრად ეფექტური საშუალება და უმარტივესი გზით მოიგვარეთ პრობლემები.