ყველასთვის საყვარელი ნუგბარი ,,სნიკერსი“, მართლაც, რომ საოცრად გემრიელია. განსაკუთრებით კი, პატარების საყვარელი ტკბილეულია, მაგრამ მის შემადგენლობაში უამრავი ცხიმი და არომატის გამაძლიერებელია.
შემოგთავაზებთ უგემრიელესი სნიკერსის რეცეპტს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ გემოთი ძალიან ჰგავს ცნობილ ნუგბარს. ამავე დროს, სახლში მომზადებული ბევრად უფრო სასარგებლო და უსაფრთხოა.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
ინგრედიენტები ფირფიტისთვის:
- ორცხობილა 270 გრ
- შავი შოკოლადი 100 გრ
- კარაქი 50 გრ
- ნაღები 50 გრ
- ინგრედიენტები კრემისთვის:
- მოხარშული შედედებული რძე 380 გრ
- კარაქი 100 გრ
- მიწის თხილი 250 გრ
ინგრედიენტები შოკოლადის განაშისთვის:
- შავი შოკოლადი 100 გრ
- კარაქი 50 გრ
- ნაღები 50 გრ
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ორცხობილები დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადმოიტანეთ ლანგარზე.
- მოამზადეთ შოკოლადის განაში. შოკოლადი რომ მარტივად გადნეს, დაჭერით, ნაღები ჩაასხით პატარა ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაასხით დაჭრილ შოკოლადს და კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. განაში დადგით ოთახის ტემპერატურაზე. თუ გასქელდება შეგიძლიათ ცოტა ხნით მიკროტალღურ ღუმელში შედოთ გასათბობად.
- შოკოლადის განაში დაასხით ორცხობილებს და კარგად აურიეთ. მიიღებთ ტენიან მასას, რომელიც საკმაოდ ადვილად იკვრება და იშლება.
- ტკბილეულის ძირითადი ფენა უკვე მზად არის და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
ვამზადებთ კრემს:
- აიღეთ თასი და გათეთრებამდე ათქვიფეთ დარბილებული კარაქი. ნელ-ნელა დაამატეთ მოხარშული შედედებული რძე. ბოლოს დაამატეთ მოხალული, გასუფთავებული მიწის თხილი (ორ ნაწილად გაყოფილი) და კარგად აურიეთ.
- აიღეთ 18 სმ-იანი დიამეტრის საცხობი ფორმა და მთლიანად წაუსვით კარაქი. გვერდების მოშორება რომ გაგიმარტივდეთ, ფორმას შემოახვიეთ ცელოფანი. მომზადებულ ყალიბში მოათავსეთ ორცხობილებიანი მასის ნახევარი, გაათანაბრეთ და ჭიქის საშუალებით კარგად დატკეპნეთ.
- შემდეგ განათავსეთ კრემის ნახევარი და გაანაწილეთ, შემდეგ-ორცხობილებიანი მასის დარჩენილი ნაწილი და ბოლოს-კრემი. ფორმას ზემოდან გადააფარეთ ცელოფანი და შედეთ მაცივარში.
- იგივე წესის მიხედვით მოამზადეთ შოკოლადის განაში, დაასხით კრემის მასას და თანაბრად გაანაწილეთ. უგემრიელესი სნიკერსიც მზად არის. გადააფარეთ ზემოდან ცელოფანი და 6 სააათით შედეთ მაცივარში, უმჯობესია მთელი ღამე თუ გააჩერებთ.
სნიკერსი უგემრიელესია, მაგრამ საკმაოდ კალორიულია. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!