დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგრით მომზადებული კერძები: წვნიანი, გოგრა ბრინჯითა და თაფლით შეზავებული, გოგრა რძით და უამრავი სხვა. ამჯერად, შემოგთვაზებთ ფუმფულა, ჰაეროვანი და საოცრად არომატული გოგრის პეროგის რეცეპტს.
გოგრის პეროგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გოგრა 400 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- მანის ბურღული 80 გრ
- ფორთოხლის ცედრა 1 ჩ. კ.
- დარიჩინი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, მანის ბურღული მოხალეთ ისე, რომ ოქროსფერი გახდეს.
- გოგრა მოხარშეთ, კუბიკებად დაჭერით და დააბლენდერეთ.
- მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ და სათითაოდ დაამატეთ კვერცხები და მოხალული მანი. ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ფორთოხლის ცედრა და დარიჩინი.
- თუ გოგრის სიტკბო არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.
- საცხობ ფორმას მოაყარეთ დაფქვილი შვრია და დაიტანეთ მომზადებული მასა.
- გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 20 წუთი. ფორმიდან გაციების შემდეგ ამოიღეთ.
თუ გსურთ, ზემოდან იოგურტი გადაუსვით და გემრიელად მიირთვით.