მალამო, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ დატვირთულია რამდენიმე სასრგებლო ზეთით, ფუტკრის ცვილითა და აქტივირებული ნახშირით.
მოცემული მალამოს ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია აქტივირებული ნახშირი. შავი სამკურნალო მალამო აქტიურად გამოიყენება კანის ისეთი პრობლემის სამკურნალოდ, როგორიცაა გამონაყარი, აკნე, სისხლჩაქცევები, ნაწიბურები, წყლულები, მწერების ნაკბენები, სხვადასხვა ინფექციები. მალამოს წყალობით შეძლებთ ქუსლებზე არესბული ნახეთქების განკურნებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- აბუსალათინის ზეთი 50 მლ
- ქოქოსის ზეთი 100 მლ
- აქტივირებული ნახშირის ფხვნილი 1 ჩ. კ.
- ფუტკრის ცვილი 2 ჩ. კ.
- ჩაის ხის ეთერზეთი 10 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აქტივირებული ნახშირის აბები დაფშხვენით. მოამზადეთ ჩაის კოვზი აქტივირებული ნახშირისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი.
- ცვილი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ჰერმენტულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე. შენახვის ვადა 1 წელი.
- მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ დაზიანებულ უბნებზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიმშრალეთ ხელსახოცით. შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში 2-3-ჯერ, სასურველი შედეგის მიღებამდე.
რატომ ეს მალამო?
- აბუსალათინის ზეთი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ატენიანებს კანს, ებრძვის გამონაყარს, ქავილს, აკნეს და ა. შ.
- ქოქოსის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის ატენიანებს კანს, ფლობს ანტიბაქტერიულ და ანტისეპტიკურ ეფექტს.
- აქტივირებული ნახშირი შლის ტოქსინებს.
- ცვილი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ასევე მოქმედებს როგორც ანტისეპტიკური და ჭრილობების სამკურნალო საშუალება.
- ჩაის ხის ეთერზეთი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ატენიანებს კანს, ფლობს ანტიბაქტერიულ ეფექტს.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!