ვაშლის არომატით შეზავებული ხაჭოს ნამცხვარი უგემრიელესია. შეგიძლიათ ვაშლის ნაცვლად თქვენთის სასურველი ხილი გამოიყენოთ.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- ხაჭო 0,5 კგ
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- გათლილი ვაშლი 2 ცალი
- ქიშმიში
- ვანილი
ინგრედიენტები ცომისთვის:
- კვერცხი 3 ცალი
- არაჟანი 4-5 ს. კ.
- დარბილებული კარაქი 2 ს. კ.
- ფქვილი 5-6 ს. კ.
- გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- აურიეთ კვერცხი, არაჟანი, კარაქი და მარილი, შემდეგ დაამატეთ ფქვილი გამაფხიერებლით.
- ცომი თხელი უნდა გამოგივიდეთ. აიღეთ 23 სმ-იანი დიამეტრის საცხობი ფორმა. გვერდებზე წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი.
- ცალკე აურიეთ კვერცხი, ხაჭო და ხილი. ვაშლი შეგიძლიათ გახეხოთ ან პატარა ნაჭრებად დაჭრათ.
- აიღეთ თითო-თითო კოვზი ხაჭო და განათავსეთ ჯერ ცომის კიდეებზე, შემდეგ შუაგულში.
- გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30-40 წუთის განმავლობაში. დაელოდეთ გაგრილებას და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
ხაჭოს უგემრიელესი ,,ვარტუშკა“ მზადაა. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!