საშინაო მალამო საკუთარი ხელით, რომელმაც ვარიკოზის დროს მდგომარეობა საგრძნობლად შემიმსუბუქა

მტკივნეული და ვარიკოზული ვენები ხშირად გენეტიკით ან გარკვეული ყოველდღიური ჩვევებით, ან ცხოვრების წესით არის გამოწვეული. ეს პრობლემა გვიქმნის უდიდეს დისკომფორტს როგორც ესთეტიკური თვალსზრისით, ასევე ჯანმრთელობის მხრივ.

ვარიკოზული ვენები შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • გენეტიკა;
  • ასაკი;
  • პასიური ცხოვრება;
  • სისხლის მიმოქცევის პრობლემები;
  • მოულოდნელი ჰორმონალური ცვლილებები;

საბედნიეროდ, ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული უამრავი სამკურნალო საშუალება არსებობს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნარევის რეცეპტს, რომელიც ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგოდ საოცრად ეფექტური საშუალებაა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • დაჭრილი სტაფილო ½ ჩ. ჭ.
  • ალოე ვერას გელი ½ ჩ. ჭ.
  • ვაშლის ძმარი

მომზადების წესი:

პირველ რიგში, ალოე ვერა და სტაფილო დააბლენდერეთ, შემდეგ დაამატეთ იმ რაოდენობის ვაშლის ძმარი, რომ მიიღოთ მალამოს კონსისტენციის მასა.

გამოყენების წესი:

  1. პირველ რიგში, მალამო დაიტანეთ ფეხის დაზიანებულ ადგილზე, შეიზილეთ და 30 წუთით ფეხები ზემოთ ასწიეთ.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ მალამო ფეხიდან ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. თუ საშუალება და დრო გაქვთ, მალამოს დღეში 2-ჯერ გამოყენებაც შეგიძლიათ.

ბევრი ისეირნეთ, რადგან ამ გზით შეძლებთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!