კიტრის მწნილის სწრაფი წესით მომზადება დიასახლისებისთვის უმარტივესია, მაგრამ ჩვენ დამწყებ დიასახლისებზეც ვზრუნავთ და შემოგთავაზებთ კიტრის მწნილის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ უმოკლეს დროში დააგემოვნოთ არომატული, უგემრიელესი, ხრაშუნა კიტრის მჟავე.
1–3 შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ მოამზადოთ კიტრის ხრაშუნა და არომატული მწნილი.
პირველ რიგში, არჩიეთ საშუალო ზომის წვრილი კიტრები, მაგრამ თუ დიდი კიტრები გაქვთ, დაჭერით 2-3 ნაწილად. მწნილს არ სჭირდება ძმარი და არც ადუღებული წყალი.
კიტრის მწნილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები (გათვლილია ლიტრიან ქილაზე):
- კიტრი 500-700 გრ
- მარილი 0,5 ს. კ.
- ნიორი 2-3 კბილი
- დაფნის ფოთოლი 1-3 ცალი
- წყალი 600-700 მლ
- კამა ნახევარი კონა
- შავი პიმპილის მარცვლები 3-5 ცალი
მომზადების წესი:
1. გაამზადეთ ქილა, ჩადეთ კამის რამდენიმე ღერი (უმჯობესია თუ დიდ კამას ე. წ. ქოლგას გამოიყენებთ).
2. დააფნის ფოთლები დაანაწევრეთ და მოათავსეთ ქილაში. დაამატეთ ნიორი, შავი პიმპილის მარცვლები.
3. გარეცხილი კიტრები 1-2 საათით გააჩერეთ ცივ წყალში. შემდეგ ჩააწყვეთ ქილაში ან თქვენთვის სასურველ კონტეინერში და დააყარეთ მარილი.
4. დაასხით ცივი წყალი, გადააფარეთ მარლა და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 1-3 დღე. თუ ქილაში ამზადებთ, ქილა დადეთ ღრმა თეფშზე, რადგან დუღილის დროს წყალი შეიძლება გადმოიღვაროს. როცა კიტრი ფერს შეიცვლის უგემრიელესი და არომატული მწნილი მზად არის.
თუ გსურთ რომ ძალიან არ გადაგიმჟავდეთ, შეინახეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!