წნევა რომ გაიკონტროლოთ და სიბერე შეანელოთ, მიირთვით დღეში ერთი მუჭა თხილეული

გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ თხილეულის რეგულარული მოხმარება აუცილებელია სხეულის ჯანმრთელობისა და სიმტკიცის შესანარჩუნებლად.

თხილეული განსაკუთრებულ როლს ასრულებს წონის კონტროლში და ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას.

თხილეულის უმეტესობა ბოჭკოების, კალიუმის, თუთიისა და რკინის ბუნებრივი წყაროა.

იხილეთ 6 მიზეზი თუ რატომ უნდა დაამატოთ კვების რაციონს თხილეული და გაარკვიეთ, რომელი არის თქვენთვის შესაფერი

1. წონის დასკლებად

თუ თქვენ წონის დკლება გსურთ, მიირთვით ნუში. ცილის, ბოჭკოვანისა და ცხიმების კომბინაცია, რომელიც ნუშის შემადგენლობაშია განაყრებთ და გიკლავთ შიმშილის შეგრძნებას. დაამატეთ ნუში ფაფებს, სალათებს, იოგურტს და თავი დააღწიეთ აბეზარ კილოგრამებს.

2. წონის მომატება

წონის მომატება გსურთ? საუკეთესო ვარიანტია პეკანი და მაკადამიას კაკალი. შემოთავაზებული თხილეულის ერთი მუჭაც კი ყველაზე მეტ კალორიას შეიცავს.

3. ენერგიის წყარო სპორტსმენებისთვის

ქეშიუ ენერგიის წყაროა სპორტსმენებისთვის, რადგან შეიცავს  დიდი როდენობით ნახშირწყლებსა და რკინას. იგი ცილისა და თუთიის ბუნებრივი წყაროა. აგრეთვე გაჯერებულია ძირითადი საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია უჯრედის აღსადგენად.

4. არტერიული წნევის კონტროლი

არტერიული წნევის დასარეგულირებლად ნატრიუმით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმითა და  გულისთვის აუცილებელი სასარგებლო საკვები ნივთიერებებით მდიდარი ფისტა და ბრაზილიური კაკალი საუკეთესო საშუალებებია.

5. მოზარდებისთვის

ნახევარი მუჭა თხილეული კალორიებისა და ძირითადი საკვები ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა, რომელიც აუცილებელია მოზარდებისთვის. თხილეულს შორის ფუნდუკი ყველაზე მდიდარია ფოლიუმის მჟავით. იგი ასევე გაჯერებულია რკინითა და თუთიით.

6. ნაადრევი დაბერება

გამოკვლვებმა ცხადყო, რომ ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3 ხელს უშლის ტვინის ნაადრევ დაბერებას და უნარჩუნებს გულს ჯანმრთელობას. დაამატეთ კვების რაციონს თხილეული და ხელი შეუშალეთ ნაადრევ დაბერებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!