შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა დხმარებითაც აირიდებთ ორგანიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებას და ხელს შეუწყობთ მისი ბუნებრივი გზით გამოყოფას.
უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რაც იწვევს ამ უსიამოვნო პრობლემას. მაგალითად, როდესაც კაპილარების შიგნით ხდება წნევის ცვლილება, კაპილარების კედლები ძალიან გამტარი ხდება, წყალი რჩება ქსოვილებში, რაც შედეგად იწვევს შეშუპებას.
შეშუპების გამომწვევი კიდევ რამდენიმე მიზეზია:
- თუ ლიმფურ სისტემაში დიდი რაოდენობით სითხეა, ის გროვდება ქსოვილებში და იწვევს შეშუპებასა და ანთებას.
- გულის უკმარისობა და შენელებული სისხლის მიმოქცევა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
- ამ უსიამოვნო პრობლემის წინაშე დაგაყენებთ ცილის ხანგრძლივი დეფიციტი.
- B ჯგუფის ვიტაინებისა და C ვიტამინის დეფიციტი.
- თირკმელების უკმარისობა.
- პასიური ცხოვრების წესი.
ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა, ჰორმონალური პრეპარატები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები, ბეტა ბლოკატორები.
სტატიაში შემოგთავაზებთ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ სითხის შეკავების თავიდან აცილებას და უზრუნველყოფთ მის გამოდევნას.
გირჩევთ, დიდი რაოდენობით მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც მოქმედებს როგორც ბუნებრივი შარდმდენი საშუალებები და ხელს უწყობს შარდის გამოყოფას.
1. უარი თქვით მარილზე
შეზღუდეთ მარილის მოხმარება და ერთი კვირის შემდეგ, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გათავისუფლდებით ჭარბი სითხისგან. მარილი იწვევს სისხლის წნევევის აწევას და გიქმნით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. გირჩევთ, გადახვიდეთ ზღვის ან ჰიმალაის მარილის გამოყენებაზე.
2. შეამცირეთ ყავის მოხმარება
მიირთვით დღეში 1-2 ფინჯანი ყავა. გირჩევთ, მიიღოთ შარდმდენი ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარეების ჩაი, როგორიცაა, ბაბუაწვერა, ნიახური, დათვის კენკრა.
3. მიირთვით უმი პროდუქტები
გირჩევთ, უმი სახით მიიღოთ ბოსტნეული. ისინი მდიდარია კალიუმით, რომელიც შარდმდენი მინერალია. ჭამიდან ჭამამდე შუალედში მიირთვით ბანანი, მარწყვი, ატამი, გარგარი. კვების რაციონს დაამატეთ სატაცური, ისპანახი, ნიახური, სტაფილო, ცერეცო, კამა, ოხრახუში.
4. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი ცნობილია შარდმდენი თვისებებით და კოფეინის დაბალი შემცველობით. მიიღეთ მწვანე ჩაი, რომელიც სითხის შეკავების სამკურნალოდ ეფექტური საშინაო საშუალებაა.
5. ნატურალური სმუზები
ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სმუზები აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი სითხის აღმოფხვრას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი სმუზის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ მოცემული პრობლემისგან გათავისუფლებას.
სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გრეიფრუტი ½ ან 1 ცალი ფორთოხალი
- ვაშლი 1 ცალი
- კამა და ოხრახუში რამდენიმე ღერი ან ცერეცო 50 გრ
- გაწმენდილი წყალი 300 მლ
გრეიფრუტი და ფორთოხალი გაჯერებულია კალიუმით. ის ასევე ხელს უწყობს გულისცემისა და არტერიული წნევის კონტროლს.
ვაშლი მდიდარია პექტინით, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ტოქსინების დაშლს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შეშუპებას, ანთების საწინაარმდეგოა, აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას,
ცერეცო, კამა და ოხრახუში ანტიოქსიდანტებია და კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებია. ფიტონუტრიენტებითა და C ვიტამინით მდიდარი ეს პროდუქტები ხელს უწყობს მონელებას, გახდომას და საუკეთესო ბუნებრივი შარდმდენი საშუალებებია.
სმუზის მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მომზადებული სმუზის 1 ჩ. ჭ. მიიღეთ უზმოზე, ყოველ მესამე დღეს. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!