კარტოფილის ბლინები ბელარუსელი მეგობრის რეცეპტით. ისეთი გემრიელი გამოვიდა, მოლოდინსაც კი გადააჭარბა

შემოგთავაზებთ კარტოფილის ბლინების რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად გჭირდებათ მხოლოდ სამი ინგრედიენტი: მარილი, კარტოფილი, კვერცხი. ასეთი უმარტივესი პროდუქტების კომბინაციას შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ბოსტნეული, თქვენთვის სასურველი გატარებული ხორცი, ყველი. ეს უკვე თქვენს სურვილზე და შესაძლებლობაზე არის დამოკიდებული. ექსპერიმენტი  გაამართლებს და კარტოფილის ბლინებს საოცარი გემოსა და არომატს შეჰმატებთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 6 ცალი
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 4 ს. კ.
  • ზეთი 3 ს. კ.
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი გახეხეთ სახეხზე, მოაყარეთ ცოტა მარილი და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. შემდეგ კარგად გაწურეთ, დაამატეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კვერცხი, ფქვილი და ნაზად აურიეთ. შეაზავეთ მარილით.
  2. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და მომზადებული მასის თითო-თითო სუფრის კოვზი დადეთ, ოდნავ გააბრტყელეთ და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის ამ ბლინებს განსაკუთრებით უხდება არაჟანი. მოამზადეთ, მიირთვით და ისიამოვნეთ!