ყოველდღიური სტრესი, არაჯანსაღი საკვები, არასწორი კვება, გენეტიკა და დატენიანების ნაკლებობა არის ძირითადი მიზეზები, რომლებიც განსაზღვრავს კანის ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნს.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინდური ოქროს ნიღაბის რეცეპტს, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება კანის ყველა სახის პრობლემის აღმოსაფხვრელად. ნიღაბი საოცრად ეფექტურია. იგი ამკვრივებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, მოგაშორებთ მუწუკებს, პიგმენტურ ლაქებსა და ნაოჭებს.
ნიღაბის მთავარი ინგრედიენტი არის კურკუმა, რომელსაც აქვს გამაახალგაზრდავებელი და დამატენიაენბელი ეფექტი. მისი რეგულარულად გამოყენებით ამცირებთ კანზე არსებულ დეფექტებს და უბრუნებთ მას სიჯანსაღეს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: კეფირი ან არაჟანი 1 ს. კ., გახეხილი ვაშლი (ქლიავი, გარგარი, ნესვი) 1 ჩ. კ., კურკუმა 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პატარა თასში აურიეთ კეფირი და თქვენთვის სასურველი გახეხილი ხილი, შემდეგ დაამატეთ კურკუმა და კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
ნიღაბი ფრთხილად წაისვით ქუთუთოებს ქვეშ, კანის დაზიანებულ ადგილებზე, მუწუკებზე, პიგმენტურ ლაქებზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ.
დამატებები რჩევები:
თუ გსურთ, კანს შეუნარჩუნოთ ჯანმრთელობა, ყურადღება მიაქციეთ კვებას, დაიცავით კანი მზის სხივებისგან, ყოველდღიურად მიიღეთ დიდი რაოდენობის წყალი. იმისათვის, რომ მოიშოროთ მავნე ნივთიერებები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გროვდება კანზე, ყოველ დღე გაიწმინდეთ იგი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ოქროს ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზაზე.