თუ სახსრების ტკივილმა შეგაწუხათ, იცოდეთ, რომ პრობლემის გამკლავება მხოლოდ ლიმონის ცედრით შეგიძლიათ

სახსრების ტკივილი შეიძლება უამრავი სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. ეს დაავადებებია ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი,ბურსიტი ან პოდაგრა. სახსრების ტკივილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ტრამვების შედეგად.

რა არის სახსრების დანიშნულება? ის ერთმანეთთან აკავშირებს ძვლებს, რომლის საშუალებითაც მოძრაობს კიდურები და ორგანიზმის სხვა ნაწილები. სასახსრე სითხე უადვილლებს ძვლებს მოძრაობას, მაგრამ ზოგჯერ ხრტილი  ხელს უშლის ძვლების ერთმანეთთან ხახუნს და ნელ-ნელა ცვდება. ეს იწვევს სახსრების ტკივილს.

ლიმონი შეიცავს C ვიტამინს ადამიანის ორგანიზმისთვის  რეკომენდებული ყოველდღიური ნორმის 31%. C ვიტამინი განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცილის ფორმირებისთვის, რაც აღადგენს კანს, ორგანოებს, ლიგატებს,სისხლძარღვებს.

ვიტამინი C აუცილებელია ორგანიზმის აღსადგენად, ახორცებს იარებს, იცავს ხრტილებს, ძვლებს, კბილებს.

ლიმონი შეიცავს კალციუმს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ძირითადი ჩონჩხია.

ლიმონის კანი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ კანის შეჭმა, მართალია არასასიამოვნოა, მაგრამ სასარგებლოა.

ლიმონის კანი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, მას შეუძლია არტერიული წნევის დონის შენარჩუნება, აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

ლიმონის კანში შემავალი ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, გაციებისა და ვირუსების საწინააღმდეგოა, ასევე ხსნის ყელის ტკივილს, აღადგენს კანს, აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი და ებრძის პიგმენტურ ლაქებს.

ლიმონის კანი შეიცავს ელემენტს პექტინს, რომელიც ხელს უშლის ჭარბი შაქრის შეწოვას, რაც გეხმარებათ წონის კორექციაში.

შემოგთავაზებთ სახსრების სამკურნალო რეცეპტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ლიმონი 4 ცალი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

ლიმონის ქერქი ჩააწყვეთ ქილაში და გაავსეთ ზეითუნის ზეთით, მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში.

ორი კვირის შემდეგ მიღებულ ნარევით დაასველეთ მარლა, დაიფინეთ მტკივან სახსარზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და შალის პლედი. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ. დილით უკვე შეამჩნევთ ეფექტს.

ლიმონის ქერქი საოცარი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას. ასე რომ შეიტანეთ ლიმონის ქერქი თქვენს რაციონში.