სამი საშინაო რეცეპტი, რომელიც ძალიან დამეხმარა წნევის მკვეთრი ცვლილებებისგან თავის დაღწევაში

ჰიპერტენზია ეს საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რამაც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში შედეგები გამოიწვიოს.

ადრე ჰიპერტენზია ხანდაზმული ადამიანების დაავადება იყო, მაგრამ დღესდღეობით, სამწუხაროდ, უფრო მეტად ახალგაზრდები აავადდებიან.

მოწევა, არასწორი კვება, მავნე ჩვევები, ფიზიკური უმოქმედობა მნიშვნელოვნად ზრდის ჰიპერტენზიის რისკს.

ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ანევრიზმა, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტი, კოგნიტური დაქვეითება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

სტატიაში შემოგთავაზებთ  ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული უმარტივესი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა დახმარებით ძალიან სწრაფად შეძლებთ წნევის ნორმალიზებას.

რეცეპტი N1

მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ რამდენიმე ნაჭერი ლიმონი და 1 ჩ. ჭ. წყალი.

ლიმონის წვენი დაამატეთ წყალს და მიიღეთ ყოველ დღე, უზმოზე, საუზმის წინ.

ლიმონი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით გულ-სისლძარღვთა სისტემისთვის, რადგან ის აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას, წმენდს მათ და ამცირებს სისიხლის მაღალ წნევას.

რეცეპტი N2

გოგირდის ნაერთებით მდიდარი ნიორი ძალიან ეფექტურია მაღალი წნევის შესამცირებლად, რაც ხელს უწყობს ტოქსინების აღმოფხვრას და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას.

ნიორი აფართოებს სისხლძარღვებს, ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და აკონტროლებს არტერიულ წნევას.

არტერიული წნევის კონტროლის მიზნით, ყოველ დილით, უზმოზე, შეჭამეთ 1 კბილი ნიორი.

რეცეპტი N3

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
  • სოდა 1/8 ჩ. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

ვაშლის ძმარი უხვად შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს. ეს ვიტამინები და მინერალები აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს, ამცირებს არტერიულ  წნევას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დალიეთ დღეში 2-ჯერ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა და დაირეგულირეთ სისხლის წნევა ბუნებრივი უმარტივესი საშუალებებით!