მიუხედავად ასაკისა ყველა ადამიანს სურს, რომ ლამაზი კანი ჰქონდეს. ან რა სასურველია ნაოჭები, მუქი ლაქები, ფერიმჭამელები, გამონაყარი და მოშვებული კანი.
კანი ყველაზე დიდი ორგანოა. ის ჩვენი ორგანიზმის დამცველია. კანი ყოველდღიურად განიცდის ისეთი გარემო ფაქტორების ზემოქმედებას, როგორიცაა: მზის სხივები, ბაქტერიები, მტვერი, სიბინძურე და სხვა მრავალი ფაქტორი. ამიტომ, კანზე ზრუნვა აუცილებელია.
გამოიყენეთ ხელნაკეთი საშუალებები, რომლებიც ბიუჯეტური, მარტივად მოსამზადებელი და ეფექტურია. სტატიაში შემოგთავაზებთ ერთ-ერთი საუკეთესო ნიღაბის რეცეპტს, რომლის წყალობითაც კანს მიანიჭებთ სიჯანაღეს, ელასტიურობას, თავს დააღწევთ არასასურველ ნაოჭებს.
ნიღაბის შემადგენლობა დატვირთულია მხოლოდ 2 ინგრედიენტით: თაფლითა და ასპირინით. თაფლისა და ასპირინის უძლიერესი ნაზავი მთლიანად გარდაქმნის თქვენს კანს.
მომზადების წესი: დაფხვენით 2 აბი ასპირინი, დაამატეთ ცოტა წყალი ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა, შემდეგ დაამატეთ 1 ს. კ. თაფლი და კარგად აურიეთ.
მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაანაწილეთ. მოერიდეთ თვალების გარშემო ადგილებს. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ. მოამზადეთ შემოთავაზებული ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.