ეს საიდუმლო ძილის ტექნიკები დღეში 22 საათს გაგითავისუფლებთ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციის გავლა მაშინ, როდესაც ძილის პროცესების რადიკალურად შეცვლას გადაწყვეტთ. ამ ხრიკების დახმარებით მხოლოდ რამდენიმე საათით დაძინების შემდეგ სრულიად დასვენებული გაიღვიძებთ:
ჩვენი წინაპრების ძილი – 6 საათი
ძილის ფორმულა: 4 საათი (პირველი ფაზა) + 2 საათი (მეორე ფაზა) = 6 საათი
ჩვენს წინაპრებს სწორედ ასეთი გრაფიკით ეძინათ და ამ პერიოდს სულიერების, მედიტაციისა და განტვირთვის პერიოდად თვლიდნენ. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს ყველაზე კომფორტული მეთოდია დასაწყისისთვის.
დიმაქსიონი — 2 საათი
ძილის ფორმლა: 4 30 წუთიანი ძილი ყოველ 6 საათში, ჯამში 2 საათიანი ძილი
ეს ცნობილი გამომგონებლის, ფულერის მიერ შექმნილი მეთოდია, რომლის დახმარებითაც იგი უფრო ენერგიულად გრძნობდა თავს. ამ გრაფიკით 2 წლიანი ცხოვრების შემდეგ იგი ექიმებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ იგი კვლავ სრულიად ჯანმრთელი იყო მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც ექსტრემალური ძილის მეთოდია.
სუპერმენი — 2 საათი
ძილის ფორმულა: 6 20 წუთიანი ძილი ყოველ 4 საათში = 2 საათიანი ძილი
ბევრისთვის ეს ეფექტური და მოსახერხებელი ტექნიკაა. თუმცა, ამ მეთოდის დაცვისას არ შეიძლება ერთი ძილის პერიოდის გამოტოვებაც კი, რადგან ასეთ შემთხვევაში თავს ძალიან დაღლილად იგრძნობთ. ეს მეთოდი ლეონარდო და ვინჩის და სალვადორ დალის კრეატიულობის საიდუმლო გახლდათ.
სიესტა – 6.5 საათი
ძილის ფორმულა: 5 საათიანი ძილი ღამით + 1.5 საათიანი ძილი დღისით = 6.5 საათიანი ძილი
ამ მეთოდს უინსტონ ჩერჩილი იცავდა. იგი ღამის 3 საათზე იძინებდა, დილის 8 საათზე იღვიძებდა და შემდეგ საღამოს საათნახევარი ეძინა. მისი განცხადებით ასეთი მეთოდით ცხოვრება უფრო მეტის მიღწევაში ეხმარებოდა.
თესლა – 2 საათი და 20 წუთი
ძილის ფორმულა: 2.5 საათიანი ძილი ღამით და 3 20 წუთიანი ძილი დღისით
ცნობილი გამომგონებელი ნიკოლა თესლა დღეში მხოლოდ 2-3 საათით იძინებდა. ამის დახმარებით მას თითქმის მთელი ღამის განმავლობაში შეეძლო მუშაობა.
სპილო — 2.5 საათი
ძილის ფორმულა: 1 საათი ღამით + 3 15 წუთიანი ძილი დღისით
სპილოებს დღეში საშუალოდ 2 საათი სძინავთ: ღამით ისინი 1 საათით იძინებენ, დღისით კი სამჯერ ან ოთხჯერ 15 წუთით იძინებე. მთავარია ძილის მცირე მონაკვეთებს შორის თანაბარი ინტერვალი იქნას დაცული. ეს მეთოდი ყველაზე მოქნილ გრაფიკათ ითვლება ათვისების მხრივ. ასევე ძილის მცირე მონაკვეთების გამოტოვება მარტივად შეიძლება ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.
როდის უნდა დავიძინოთ კარგად გამოსაძინებლად:
თუკი ექსტრემალური ექსპერიმენტებისთვის მზად არ ხართ, თუმცა მაინც გსურთ უფრო ადვილად გაღვიძება, მაშინ თქვენი დაძინებისთვის იდეალური დრო ამ გრაფიკის დახმარებით შეგიძლიათ გამოთვალოთ: