ბადრიჯნის მარინადი ნივრით. აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი

შემოგთავაზებთ ნივრით შეზავებული დამარინადებული ბადრიჯნის რეცეპტს. მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ ძალიან გემრიელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი (საშუალო) 6-7 ცალი
  • ნიორი 1 თავი

ინგრედიენტები მარინადისთვის:

  • წყალი 2 ჩ. ჭ.
  • ძმარი 100 მლ
  • მიხაკი 4 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 5 ცალი
  • შავი პიმპილი 10 მარცვალი
  • ყავისფერი შაქარი 3 ს. კ. ან სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი 2 ს. კ
  • მარილი 1,5 ს. კ.
  • ზეთი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით სიგრძეზე და ორივე მხრიდან შეწვით ზეთში.
  2. მარინადისთვის აადუღეთ წყალი, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და ადუღეთ 1-2 წუთი. გააციეთ.
  3. ნიორი გაარჩიეთ, დაჭერით მრგვალად. აიღეთ ქვაბი და ფენა-ფენა ჩააწყვეთ შემწვარი ბადრიჯანი, მოაყარეთ ნიორი და დაასხით მარინადი და შედეთ მაცივარში, დააყოვნეთ 3-5 დღე, მაგრამ შეგიძლიათ მეორე დღესვე მიირთვათ.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!