უკვე ერთ კვირაში შედეგი შესამჩნევი იქნება. ხელნაკეთი ანტიასაკობრივი კრემი, რომელსაც მე და ყველა ჩემი დაქალი ვემადლიერებით

შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო ბუნებრივი, ბიუჯეტური და უსაფრთხო ინგრედიენტებით მომზადებული საცხის რეცეპტს, რომელიც ატენიანებს კანს და აფერხებს კანის  დაბერების პროცესს.

მოცემული საშუალება შეესაბამება ყველა ტიპის კანს.

ხელნაკეთი საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ან ნუშის ზეთი 1 ს. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ვაზელინი 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოამზადეთ ორთქლის აბაზანა. ვაზელინი მოათავსეთ პატარა თასში და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. საცხი გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში ან კონტეინერში და აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
  3. მომზადებული მასის მცირე ნაწილი დაიტანეთ სახის კანზე და წაისვით მსუბუქი წრიული მოძრაობებით.
  4. საცხი გამოიყენეთ რეგულარულად. აუცილებლად წაისვით დაძინებამდე 2 საათით ადრე, რადგან კანში შესაწოვად საათზე მეტი სჭირდება.

სასიკეთო ცვლილებებს მალე შეამჩნევთ.