ნატურალური სასმელი გაგათავისუფლებთ კუჭის მომატებული მჟავიანობისგან და გულძმარვისგან

დღესდღეობით ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა. ამ პრობლემის მთავარი ინდიკატორი გულძმარვაა. მათი გავრცელების მიზეზი არასწორი კვება, არაჯანსაღი და დამუშავებული საკვების გამოყენებაა. და თუ არ ნორმალიზდება მჟავიანობის დონე, შეიძლება იგი გასტრიტისა და წყლულების განვითარების მიზეზი გახდეს.

შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ მჟავიანობის დონის ნორმალიზებას, გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემებისგან განკურნებას.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ალოე ვერა 1 ფოთოლი
  • პაპაია 1 ცალი
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ალოეს წვენი გამოწურეთ. პაპაია გათალეთ და დაჭერით.
  2. ინგრედიენტები დააბლენდერეთ და თანდათან დაამატეთ წყალი. გასტრის საწინააღმდეგო გემრიელი სასმელი მზად არის.

გამოყენების წესი:

სამკურნალო სასმელი მიიღეთ უზმოზე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა ერთი თვე. გისურვებთ ჯანმრთელობას!