დროდადრო ყველა გრძნობს უსიამოვნო სენსაციებს თვალებში. ჩვენი უმეტესობისთვის კარგად დასვენება და გამოძინება საკმარისია იდეალური მხედველობის აღსადგენად. თუმცა, არსებობს ისეთი ნიშნებიც, რომელთა დაიგნორებაც არ შეიძლება. ამ სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს:
თეთრი წერტილები თვალის კუთხეში
ეს საკმაოდ ხშირი ფენომენია იმ ადამიანებს შორის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ხმარობს. ასეთი წერტილების გაჩენა კონტაქტური ლინზების მიერ გამოწვეული მცირე დაზიანებების ბრალია და როგორც წესი რქოვანას ინფექციაზე მიანიშნებს.
თეთრი წრე თვალის გულის ირგვლივ
ხშირად ეს დაბერების ნიშანია, თუმცა თუკი ახალგაზრდა ხართ, მაშინ ეს ნიშანი შესაძლოა ძალიან მაღალი ქოლესტეროლის დონეზე მიგანიშნებდეთ. ეს ხშირად გულის შეტევის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს.
წითელი თვალები
ამის გამოწვევა გადაღლას და უძილობას შეუძლია. თუმცა, თუკი თვალები უმიზეზოდ გიწითლდებათ, მაშინ ეს შეილებაა გლაუკომას ან დიაბეტის მანიშნებელი სიმპტომი იყოს.
მშრალი თვალები
მშრალი თვალები მათ მოსრესვას იწვევს, რის დროსაც თვალის დელიკატური ნაწილები შეიძლება დააზიანოთ. ასეთი პრობლემების გამოწვევა სეზონურ ალერგიებს შეუძლიათ. თუკი თვალების სიმშრალეს სინათლის მიმართ ზედმეტი სენსიტიურობაც ახლავს თან, მაშინ ეს შეიძლება იშვიათი იმუნური სისტემის პრობლემის მანიშნებელი იყოს.
უფერული წერტილები თვალების წინ
თვალების წინ მოტივტივე ასეთი წერტილები შეიძლება სუფთა ცის, თეთრი თოვლის ან კარგად განათებული კედლის შეხედვისას დავინახოთ. მათი დანახვა დროდადრო არაფერს ნიშნავს, თუმცა მათი ხშირად დანახვა შესაძლოა ბადურის ნერვული ან ფიზიკური დაზიანების ნიშანი იყოს.
შეშუპებული წითელი თვალები
ასეთი სიმპტომები ძილის ნაკლებობის ნიშანია, რომელიც ხშირად ერევათ ინფექციაში. თუმცა, მისი გამოწვევა ასევე თვალის წვეთების ხანგრძლივ ხმარებას შეუძლია, რაც გრძელვადიანი ხმარების შემთხვევაში კარგზე მეტად უფრო ცუდ შედეგს მოგცემთ.
ყვითელი წერტილი თვალზე
ასეთი წერტილი უჩნდებათ მათ, ვინც ზედმეტად დიდ დროს ატარებს მზეზე და ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებას იღებს. ისინი ასევე შესაძლოა ქარის, მტვერის ან ბოლის მიერ თვალის გაღიზიანების დროსაც გაჩნდნენ. ასეთი წერტილი უდანაშაულო გამონაზარდია და მხედველობაზე ნეგატიური ეფექტები არ გააჩნია.
არასასურველი ცრემლები
თუკი თავისით მოგდით ცრემლები, ეს შეიძლება თვალების გამოშრობის ბრალი იყოს. სწორედ ასეთ დროს ცდილობს თვალი თვითონ აღადგინოს ტენიანობის საკმარისი დონე. ასეთ სიტუაციას ეკრანის ხანგრძლივი ყურება იწვევს. თუკი ამ სიმპტომთან ერთად მოულოდნელად რომელიმე თვალის დახუჭვას ვეღარ ახერხებთ, მაშინ ეს შეიძლება ნერვული ინფექციის ნიშანი იყოს.
პატარა შავი წერტილი მოციმციმე ზოლების ფონზე
ასეთი რამის დანახვა ცერებრალური მიმოქცევის პრობლების სიმპტომია. ამ სინდრომს როგორც წესი დაბერება იწვევს, თუმცა მის რისკს ზრდის დიაბეტი და არაჯანსაღი დიეტების დაცვა.
სურათების გაქრობა მხედველობის არედან
დროდადრო შესაძლოა მხედველობის არედან გარკვეული წერტილები გაგიქრეთ. ეს თვალის შაკიკის სიმპტომია. მას შესაძლოა თან ერთვოდეს თავის ტკივილები და ცერებრალური მიმოქცევის დარღვევები. თვალის შაკიკი უსაფრთხოა და მისი გაჩენის მიზეზები ან მკურნალობის მეთოდები უცნობია.
დაბურული მხედველობა
ეს შეიძლება დიაბეტის ნიშანი იყოს. თუკი დაბურულ მხედველობასთან ერთად მბრწყინავ წრეებსაც შეამჩნევთ, მაშინ ეს შეიძლება კატარაქტას გაჩენის სიმპტომი იყოს.
თვალის თეთრი ნაწილების გაყვითლება
ყველაზე ხშირად ეს ღვიძლის ფუნქციონირების პრობლემების მანიშნებელია. ასევე სიყვითლე შეიძლება ჰეპატიტის მთავარი სიმპტომიც გახდეს.