
ბოჭკოებითა და ცილით მდიდარი შვრიის წყალი წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, აღგავსებთ ენერგიით.
შვრიის წყალი გამოირჩევა ცხიმისა და შაქრის დაბალი შემცველობით. დაბალკალორიული პროდუქტი დაგეხმარებათ, სწრაფად დაიკლოთ წონაში.
სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვათაც შეძლებთ შვრიის წყლის სწორად მომზადებას და მისი სარგებელის მთლიანად მიღებას.
იხილეთ რეცეპტი:
- 1 ჩ. ჭ. შვრიის ფანტელი მოათავსეთ ემალის თასში და დაფარეთ წყლით.
- კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 7-8 საათი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნარევი გადაიტანეთ საცერში და შვრია კარგად გარეცხეთ.
- შვრიის ქერქში წარმოიქმნება ანტიოქსიდანტური ფერმენტები, რომლებიც გაჟღენთვის შედეგად გამოიყოფა და ერევა წყალს. სწორედ ამიტომ, არის აუცილებელი პირველი წყლის გადაქცევა და შვრიის კარგად გარეცხვა.
- გარეცხილ შვრიას დაამატეთ 500 მლ წყალი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- თუ გსურთ, მსუბუქი და ნეიტრალური გემოს მქონე სასმელს შეჰმატოთ არომატი და სიტკბო, დაამატეთ თაფლი და დარიჩინი.
შვრიის წყალი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ, დღის განმავლობაში სულ 1-2 ჩაის ჭიქა. გისურვებთ ჯანმრთელობას!