სურნელოვანი ეთერზეთები ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მათ აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
ცნობილია, რომ ფეხისგულებზე კანის მკვრივ ფენას არ აქვს თმის ფოლიკულები, ამიტომ ამ მიდამოებში ფორებს ადვილად შთანთქმის უნარი აქვს, რაც ხელ უწყობს ეთერზეთების სწრაფად და მარტივად შეწოვას.
კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ თუ ფეხისგულებზე შეიზელთ ეთერზეთს, 20 წუთზე ნაკლებ დროში მისი კვალი მთელ სხეულში აღმოჩნდება.
ფეხისგულებზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა. სწორედ ამიტომ, უძველესი დროიდან აღმოსავლეთ აზიის მედიცინა მკურნალობდა სხვადასხვა დაავადებებს კონკრეტული წერტილების სტიმულირებით.
შეიზილეთ ფეხისგულებზე ეთერზეთები და გაიჯერეთ ორგანიზმი უამრავი სასარგებლო ნივთიერებით. თუ ეთერზეთი ძალიან კონცენტრირებულია, გააზავეთ წყლით ან ქოქოსის ზეთით, რათა აიცილოთ მოსალოდნელი გაღიზიანება.
ფეხების კანი ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარეა, ამიტომ ნებისმიერი ტიპის ეთერზეთი შეგიძლიათ თავისუფლად წაისვათ.
გარდა ამისა, ეთერზეთების ადგილობრივი გზით გამოყენება ხელს უწყობს მათ პირდაპირ სისხლში მოხვედრასა და სწრაფად მოქმედებას, ხოლო შინაგანი გზით მიღებისას – ჯერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხვდება და გარკვეული პროცედურების შემდეგ იწყებს მოქმედებას. .
იხილეთ იმ ეთერზეთების ჩამონათვალი, რომლებიც საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებებია. შეიზილეთ ძილის წინ ჩამოთვლილთაგან თქვენთვის ხელმისაწვდომი ეთერზეთი და დაიძინეთ მშვიდად:
- ლავანდის ეთერზეთი
- გვირილის ეთერზეთი
- ბერგამონის ეთერზეთი
- მაიორანის ეთერზეთი
- კედარის ხის ეთერზეთი
ეთერზეთები, რომლებიც შეგიძლიათ ანთებისა და ტკივილების საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ:
- ევკალიპტის ეთერზეთი
- როზმარინის ეთერზეთი
- სალბის ეთერზეთი
- კამფორის ეთერზეთი
- ჯანჯაფილის ეთერზეთი
- გვირილის ეთერზეთი
- სანდალის ხის ეთერზეთი
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი სიმდიდრეები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.