ტესტი პიროვნების მდგომარეობაზე: აირჩიეთ თქვენი ენერგეტიკული სურათი

მე ენერგეტიკულ სურათებს ვქმნი. ეს ერთგვარი გასაღები ან შუქურაა, რომელიც გარკვეულ განწყობას, მდგომარეობას, შეტყობინებას და ნიშანს აგზავნის, თუ საით უნდა წახვიდეთ. სურათის არჩევით, ადამიანი თავად პასუხობს კითხვაზე, თუ მისთვის ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რა არის.

საინტერესო საკითხზე პასუხის მიღების მრავალი ვარიანტი არსებობს – რუნები, „ცვლილებების წიგნი“, ტაროს კარტი, მეტაფორული რუკები, არომატული ტესტი და ა.შ. ყველა მოქმედებს. წინამძღოლი ყოველთვის თქვენი ქვეცნობიერია. დღეს რომელ სურათს აირჩევთ?

ტესტის გავლა საკმაოდ მარტივია:

თვალი დახუჭეთ, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, საკუთარ თავს და მდგომარეობას მოუსმინეთ.

თვალი გაახილეთ, წაუკითხველად აირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. ამის შემდეგ შესაბამისი რეკომენდაცია და შეტყობინება წაიკითხეთ, რომელსაც სურათი ატარებს.

1. “ჰიმალაი“

ჰიმალაი ცხოვრებაში ბედნიერების და დღესასწაულის სიმბოლოა. თქვენს წინაშე ახალი ჰორიზონტი გაიხსნება. თქვენი სურვილი, მიზანი, „მწვერვალი“, „მთა“ თვალსაჩინო გახდება. ის უზარმაზარია, მაგრამ იმდენად გრანდიოზული, სულს კრავს.

ფერადი მზე აქტიური იანის, მამაკაცის ენერგიის სიმბოლოს წარმოადგენს, მთა – საფუძველს, ხოლო წყალი ქალურ ცვალებადობას ასახავს.

მატერიალურ სამყაროში საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მზად ხართ. სიხარული უკვე თავად ამ გზაზე ყოფნას მოაქვს.

სურათის რეკომენდაცია

თუ „ჰიმალაი“ აირჩიეთ, თქვენი ქვეცნობიერი ამბობს, რომ მზად ხართ და გსურთ, რომ საკუთარი ცხოვრებით იზეიმოთ. ადამიანი დედამიწაზე ღვთაებრივი წინამძღოლია, ადგილი, სადაც ცა და დედამიწა ერთმანეთს ხვდება. სიხარულისა და ცხოვრების დღესასწაული მხოლოდ სხეული-სულის კავშირით შეიძლება მოხდეს. როცა კავშირი იკარგება, სამყაროს ფერები ქრება. ღვთაებრივი ბუნება არ დაგავიწყდეთ!

სურათის შეტყობინება

თქვენ სწორ გზაზე დგახართ! როცა შინაგან ღვთაებრივ საწყისთან შერწყმული იქნებით და გულის გზას დაადგებით, თქვენითვის ყველაფერი შესაძლებელი იქნება, ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდებით!

2. “სიუხვე“

სიუხვე მდგომარეობაა. სურათი ამბობს, რომ სამყარო თავისი არსით გადაჭარბებულია, მისი რესურსები უსაზღვროა. აქ ადგილი ყველაფრისთვის არსებობს, რასაც ისურვებთ – მატერიალური და სულიერი, ფიქრები და გრძნობები. რით შეავსებთ ცხოვრებას, ეს თქვენზეა დამოკიდებული.

სურათის რეკომენდაცია

დრო მოვიდა დოგმებს, შიშს გაუმკლავდეთ, რომლებიც გაკავებენ, სიუხვის, აყვავების, სიხარულის, ჯანმრთელობისა და სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე გაჩერებენ. გზაზე რაც უფრო ნაკლები ქვა შეგხვდებათ, მდინარე მით უფრო უხვი იქნება.

სურათის შეტყობინება

საკუთარი სიუხვე მიიღეთ და გამოავლინეთ. გაამრავლეთ ის, რასაც აკეთებთ.

3. “ოთხი სტიქია“ / „მეხუთე ელემენტი“

თითოეული ადამიანი დედამიწაზე არსებული ელემენტების უნიკალური კომბინაციას წარმოადგენს. მასში ოთხივე ელემენტი მეხუთი ელემენტის სიყვარულის დახმარებით გაერთიანებულია.

სურათის რეკომენდაცია

ახლა საკუთარი თავის გამოკვლევის და ახალი შესაძლებლობების გამოვლენის შესანიშნავი დრო გაქვთ. როგორი ხართ? როგორ თვისებებს, განსაკუთრებულობას ფლობთ? ახალი თვისებები გამოცადეთ. ამ ცდების და ადამიანებთან ურთიერთქმედების მიხედვით თქვენ ახალ ზღვარს აღმოაჩენთ.

სურათის შეტყობინება

ცხოვრება გასაოცარი მოზაიკაა. ყველაფერი, რაც ჩვენს შიგნითაა – ფიქრები, მდგომარეობა, სურვილი – მოვლენებსა და ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებში აისახება. ყურადღებით იყავით და სამყაროს მიერ გამოგზავნილ ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ.

4. “ქალური უსასრულობა“

სურათი დედამიწის მეშვეობით ღვთაებრივ ქალურ ბუნებასთან, სიცოცხლესთან, დნმ-თან კავშირს ასახავს. დედამიწა თავისი ნიჭით, ცეცხლოვანი ენერგით გვავსებს, გვატენიანებს და თავისი სუნთქვით გვავსებს.

თუ ეს სურათი აირჩიეთ, სწორედ ეს კავშირია ახლა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ მისი შეგრძნების, მასთან დაკავშირების მოთხოვნა გაქვთ.

ახალი აღმონაცენის დაბადება ცისა და დედამიწის, ქალისა და მამაკაცის შეხვედრის დროს ხდება.

სურათის რეკომენდაცია

კავშირის აღდგენა ბუნებრივი გზით ბუნებაში ხდება. ბევრი ისეირნეთ, ფეხშიშველამ გაიარეთ, მიწაზე დაწექით, ყვავილებს უსუნეთ, ბუნებრივ წყალსაცავში იცურავეთ და ხეებს მოეფერეთ.

ნებისმიერი შემოქმედებითი მიმართულება აირჩიეთ, რომელიც სიხარულს განიჭებთ (ცეკვა, სიმღერა, ხატვა, კულინარია და ა.შ.)

აბაზანის, არომა თერაპიიის და დაბანის მეშვეობით სხეულს სიხარული მიანიჭეთ.

სურათის შეტყობინება

საკუთარი თავი შეიყვარეთ, იბედნიერეთ! საკუთარ თავს საჩუქარი გაიკეთეთ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით. თქვენი სხეული შეიყვარეთ, მას სითბო და ზრუნვა არ მოაკლოთ. ბრძოლას მოეშვით. ისიამოვნეთ და ნახეთ, როგორ შეიცვლებით.

5. “აღმასვლა“

სურათი სიხარულსა და სიმსუბუქეს, საკუთარ თავთან, სურვილებთან, სულთან კონტაქტს, სილამაზის და თავისუფლების გამოვლენას ასახავს. თვალი გულის დანახვის სიმბოლოს წარმოადგენს.

სურათის რეკომენდაცია

ნდობასა და გულახდილობაში აღმასვლა იბადება. ჩაკეტილი გული თქვენს ცხოვრებაში სიახლეს შემოსვლის უფლებას არ აძლევს. როცა გულს ხსნით სივრცე ფართოვდება და ახალი შესაძლებლობები ჩნდება.

თუ ეს სურათი აირჩიეთ, თქვენ ახალი მიმართულებით სვლის, გაფართოების და ახალი საზღვრების (ფიზიკური, ტერიტორიული, ემოციური) დაპყრობის სურვილი გაქვთ. შესაძლოა, ახლა მოგზაურობაში წასვლის სურვილი გქონდეთ. ინტუიციით იცით, თუ რა გსურთ.

სურათის შეტყობინება

საკუთარ თავს ენდეთ! გულს მოუსმინეთ! შინაგან ხმას ენდეთ! ასე გზიდან აღარ გადაუხვევთ. ყველა კითხვაზე პასუხი მხოლოდ თქვენ იცით.

6. “იონი და ლინგამი“

მატერიალურ სამყაროში შემოქმედების პროცესის განხორციელება მხოლოდ ქალური და მამაკაცური ენერგიის ურთიერთქმედებით ხდება.

სურათი „იონი და ლინგამი“ ასახავს ექსტაზს, გრძნობას, სიხარულს, ჰარმონიას,  ქალური და მამაკაცური ენერგიის ურთიერთქმედების აყვავებას. თითოეულ ადამიანში ქალური და მამაკაცური ასპექტები არსებობს. ბალანსი შესაძლებელია, როცა თითოეული ენერგია აღიარებული და გამოვლენილია.

სურათის რეკომენდაცია

თუ ეს სურათი აირჩიეთ, თქვენ წყვილის ძიებაში ხართ ან ურთიერთობის ჰარმონიზება გსურთ. ახლა შინაგანი ქალური და მამაკაცური ენერგიის ბალანსის პოვნა და მისთვის ადგილის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია.

სურათის შეტყობინება

საკუთარი თავი, თქვენი ქალური და მამაკაცური საწყისი, გამოიკვლიეთ! ახალი გამოცდილების, ახალი ურთიერთობის არ შეგეშინდეთ! თქვენს მგრძნობელობასთან, სექსუალურობასთან კონტაქტი დაამყარეთ.

7. “ნაყოფიერება“

ქალურ ბუნებაში სიცოცხლის ჩასახვაა ჩადებული. ორსულობა, მშობიარობა, ქალურობა, სილამაზე, ქალური ჯანმრთელობა – სურათი სწორედ ამის შესახებაა.

სურათის რეკომენდაცია

სურათი ორსულობაზე გლოცავთ. ამასთან, შესაძლებელია არა მხოლოდ ბავშვის გაჩენა, არა იდეის, წიგნის, ხელოვნების ნიმუშის, ნებისმიერი შემოქმედების, რომელიც შემდგომ ხორცშესხმული იქნება.

სურათის შეტყობინება

ასე გააგრძელეთ!

8. “ტრანსფორმაცია“

ტრანსფორმაცია ენერგიის ერთი თვისებიდან მეორეში გარდასახვას წარმოადგენს. გარდასხვა ცნობიერების, სხეულის დონეზე ხდება. ადამიანი სხვა ადამიანების, მდგომარეობის მიხედვით ცხოვრებისეულ გაკვეთილებს იღებს, შედეგად მისი დოგმები, შეხედულებები, მსოფლიოს აღქმა იცვლება და ის ახალ ცხოვრებისეულ რგოლში გადადის.

სურათის რეკომენდაცია

ახლა თქვენი ცხოვრება ღრმა ცვლილებით სავსეა. თქვენ აცნობიერებთ, რომ ტრანსფორმაცია სულისა და სხეულის დონეზე ხდება. ძველი დოგმებისგან თავისუფლდებით და ახალ, უცნობ „მეს“ პოულობთ.

მთავარია, გულწრფელი იყოთ! საკუთარ იმპულსს ყურადღება მიაქციეთ! იგრძენით საკუთარი იმპულსი, რომელიც სხვა არაფერში აგერევათ! საკუთარ „მინდას“ მცირე მოძრაობასაც კი ყურადღება მიაქციეთ. იმპულსი მხოლოდ თქვენია და ვერავინ გეტყვით, თუ როგორია ის. მისი გამოცნობა, მოსმენა, შეგრძნება და გამოვლენა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. თქვენ მისი წყარო ხართ!

სურათის შეტყობინება

არ შეგეშინდეთ იმასთან გამომშვიდობება, რამაც უკვე თავისი თავი ამოწურა და ახლა მხოლოდ წინსვლაში ხელს გიშლით. ყველაფერი, რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება, მადლიერებით მიიღეთ. ამასთან არავინ და არაფერი დააკავოთ. რაც გასაშვებია, გაუშვით. მხოლოდ ის დაიტოვეთ, რაც ნამდვილად ღირებულია.

9. “ჯადოსნური კვერთხი”

„ჯადოსნური კვერთხი“ ვექტორულ მამრობით ენერგიას, სტაბილურობას, მიზნისკენ სწრაფვას, შინაგან სიბრძნეს წარმოადგენს. ყველასთვის დანახული მთა იმაზე საუბრობს, რომ ახლა იმის დანახვა შეგიძლიათ, რაც ადრე თქვენი თვალთახედვიდან დაფარული იყო.

სურათის რეკომენდაცია

ახლა შინაგან მამაკაცურ ენერგიასთან გაერთიანების სურვილი გაქვთ. დრო მოვიდა მატერიალურ სამყაროში ჩაფიქრებული განახორციელოთ, ფეხზე მყარად დადგეთ. სულიერ დონეზე საკუთარი თავი შეიცანით.

სურათის შეტყობინება

შინაგან ძალას ენდეთ, მან უკეთ იცის, თუ რა გსურთ.

დარია შეპელევა (ცისფერი სფერო) მხატვარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი, შემოქმედებითი საწყისის გამოვლენის არტ-გიდია. დარია პერსონალურ ენერგეტიკულ სურათებს, მანდალებს ადგენს, ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტანციას მართავს, შემოქმედებით და არტ-თერაპიულ ჯგუფებს ხელმძღვანელობს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.