იდეალური სალათები, რომლებიც გვანაყრებს და სტიმულირებს ზედმეტი ცხიმის წვას

სწორად მომზადების შემთხვევაში სალათებს შეუძლია ცხიმების დაწვა და მეტაბოლიზმის ასწრაფება, რაც დაგეხმარებათ სწრაფად წონის დაკლებაში და ფიგურის კორექტირებაში.

იხილეთ 6 ნაბიჯი, თუ როგორ მოვამზადოთ სალათები, რომლებიც დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში:

  1. აიღეთ დიდი თასი. გაავსეთ მწვანე ბოსტნეულით: ოხრახუში, კამა, ისპანახი, რუკოლა, სალათის ფურცლები, ნიახური და ა. შ.
  2. დაამატეთ უმი ბოსტნეული: სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, პიმპილი, ჭარხალი და ა. შ.
  3. დაამატეთ ნახშირწყლებით მდიდარი პარკოსნები: ლობიო, ბარდა, ქიონა და ა. შ.
  4. დაამატეთ ცხოველური ცილის წყარო ქათამი, თევზი, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი.
  5. დაამატეთ ჯანმრთელი ცხიმის წყარო კვერცხი, ყველი, იოგურტი, ავოკადო, კაკალი, ნუში.
  6. გამოიყენეთ საშინაო პირობებში მომზადებული ვაშლის ძმარი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, სანელებლები, ჰიმალაის მარილი.

იდეალური სალათი, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმების დაწვას, უმარტივესი მოსამზადებელია. მის შემადგენლობაში 400 კალორიაა. თუ თქვენ ზემოთ მოცემული ჯანსაღი პროდუქტებით სწორად მოამზადებთ სალათს ვერ იგრძნობთ, რომ საკვებით იზღუდავთ თავს. ამავე დროს შეგიყვარდებათ და მიეჩვევით ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სალათების მოხმარებას. საუკეთესო ვარიანტია კალორიების მიღების შესამცირებლად და მუცლის მიდამოებში დაგროვილი ცხიმის აღმოსაფხვრელად.

შემოგთავაზებთ 3 საუკეთესო სალათის რეცეპტს.

1. ჭარხლისა და კენკრის სალთი (4 პორციისათვის)

შტოში და მოცვი ცხიმის დამშლელი საუკეთესო ბუნებრივი პროდუქტებია. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ვინც დიეტის დროს ჭარბად მოიხმარდა მოცვსა და შტოშს, საგრძნობლად შეუმცირდათ მუცლის ცხიმი, აგრეთვე აღენიშნებოდათ ქოლესტერინის დაბალი დონე.

ნუში ცხიმების დასაშლელად საუკეთესო გამოსავალია. დადასტურებულია, რომ დღის განმავლობაში მიღებული 40-42 გრ ნუში ამცირებს მუცლის მოცულობას.

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პატარა ჭარხალი  1 ცალი
  • რუკოლა 2 მუჭა
  • მარწყვი 1 ფინჯანი (დაჭერით ნაჭრებად)
  • მოცვი ან შტოში ¾ ფინჯანი
  • დაჭრილი ნუში 1/3 ფინჯანი
  • უშაქრო თეთრი იოგურტი 3 ს. კ.
  • დიჟონის მდოგვი 2 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
  • ცოტა ლიმონის წვენი
  • სალათის ფურცლები მუჭა
  • ორთქლზე მოხარშული ყაყაჩაოს თესლი 1 ს. კ.
  • ჰიმალაის მარილი რამდენიმე მწიკვი

სალათი გამოდის გემრიელი და ამავე დროს ძალიან  სასარგებლოა.

2. კომბოსტოს სალათი ( 8 პორციისათვის)

კომბოსტო შეიცავს 10 გრ ბოჭკოს თითო-თითო პორციაზე. კომბოსტო მდიდარია K ვიტამინით, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

ინგრედიენტები სოუსისთვის:

  • ზეითუნის ზეთი ¾ ფინჯანი
  • ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ნივრის ფხვნილი მწიკვი
  • ჰიმალაის მარილი 1 ჩ. კ.

ინგრედიენტები სალათისთვის:

  • წვრილად დაჭრილი კომბოსტო 4 ფინჯანი
  • წვრილად დაჭრილი იასამნისფერი კომბოსტო 2 ფინჯანი
  • გამხმარი ან ახალი ალუბალი ¾ ფინჯანი
  • მოხარშული მწვანე ბარდა ან ლობიო ½ ჩ. ჭ.
  • მზესუმზირის თესლი 3 ს. კ.
  • სეზამის მარცვლები 1 ს. კ.
  • წვრილად დაჭრილი ვაშლი 2 ცალი
  • ჰიმალაის მარილი ან ზღვის მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

აღფრთოვანებული დარჩებით როგორც სალთის გემოთი, ისე შედეგით.

3. თევზისა და ვშლის სალათი (3 პორციისათვის)

გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ზღვის თევზის (ორაგული, სკუმბრია, სარდინი, ქაშაყი) შემადგენლობაში შემავალი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს კალორიების სწრაფად დააწვას.

ინგრედიენტები სალათისთვის:

  • თევზის ორთქლზე მოხარშული ან ღუმელში მომზადებული ფილე 300 გრ
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • დიჟონ მდოგვი 2 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი გემოვნებით
  • ჰიმალაის მარილი მწიკვი
  • დაჭრილი ოხრახუში, კამა, ნიახური 3 ჩ. ჭ.
  • უმი ბოსტნეული (პომიდორი ან კიტრი, ან ბროკოლი, ან სტაფილო) 4 ჩ. ჭ.
  • ავოკადო (სურვილისამებრ) ½
  • დაჭრილი ვაშლი 2 ცალი
  • ნიგოზი 1/3 ფინჯანი

სალათი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. გაითალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული სალათები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.