ოქროსფრად დაბრაწული ქადა გემრიელი შიგთავსით. ტკბილეული, რომელიც არასდროს მბეზრდება

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ქადების რეცეპტს. ოქროსფრად დაბრაწული ტკბილეული საოცრად გემრიელი და არომატულია.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2,5 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 250 გრ მარგანი
  • 0,5 ჩ. ჭ. არაჟანი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 0,25 ჩ. კ. მარილი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • 1 ჩ. კ. სოდა ან 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი. მარგანინი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, თან ფქვილში ასვარეთ ხოლმე. შემდეგ კარგად აურიეთ. დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და მოზილეთ ფაფუკი ცომი. მზა მასა ჩადეთ თასში, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 1-2 საათით შედეთ მაცივარში.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1,5 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 1,5 ჩ. ჭ. შაქარი
  • 150 გრ კარაქი
  • გატარებული ნიგოზი (თქვენთვის სასურველი რაოდენობის)

მომზადების წესი:

  1. შიგთავსის მოსამზადებლლად კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, თან ფქვილში ასვარეთ ხოლმე, დაამატეთ შაქარი, მწიკვი ვანილი, გატარებული ნიგოზი და აურიეთ.
  2. ცომი გაყავით 3 ნაწილად. ჯერ ერთი გუნდა გააბრტყელეთ ოთხკუთხა ფენის სახით, მოაყარეთ გულსართის მესამედი, თანაბრად გაანაწილეთ, რულეტივით გადაახვიეთ და კიდეები შეკარით. მიღებული მასა ხელის გულით ოდნავ გააბრტყელეთ, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული, დაჭერით დიაგონალზე და დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე (დაიცავით მანძილი).

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი. გემრიელად მიირთვით!