კვერცხის ნიღაბი ლიფტინგის ეფექტით. სასიამოვნო ცვლილებებს უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ შენიშნავთ

შემოგთავაზებთ ლიფტინგის ეფექტის მქონე ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ასწორებს არსებულ ნაოჭებს და საუკეთესო ბუნებრივი გამოსავალია სიბერის ნიშნების აღმოსაფხვრელად. ნიღაბი კვებავს, ატენიანებს, ამკვრივებს  მოშვებულ კანს, უზრუნველყოფს  უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელ იერს.

გარდა იმისა, რომ ნიღაბი საოცრად ეფექტურია, უმარტივესი მოსამზადებელია და ინგრედიენტებიც ბიუჯეტურია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • ლიმონის წვენი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ ერთი საშუალო კვერცხი, ერთმანეთისგან გამოყავით ცილა და გული. ცილა მსუბუქად ათქვიფეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. პირველ რიგში, კარგად გაიწმინდეთ სახე და კისერი.
  3. ხელები დაიბანეთ, თითების ბალიშებით აიღეთ ცოტა მომზადებული მასა  და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ პრობლემურ კანზე. ნიღაბი სწრაფად გაშრება. გაიჩერეთ 5-10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-4-ჯერ.