შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი და ნოყიერი, ხორცის შიგთავსით გაჯერებული პეროგის რეცეპტს, რომელიც თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება.
პეროგის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 150 გრ.
- არაჟანი 200 გრ.
- გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ. ან სოდა 1 ჩ. კ.
- კვერცხი 3 ცალი
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- გატარებული ხორცი 500 გრ.
- ხახვი 2 ცალი
- ოხრახუში ნახევარი კონა
- ყველი 150-200 გრ.
- მარილი და სანელებლები გემოვნებით
- სეზამის მარცვლები ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესი:
- ათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ დაამატეთ არაჟანი, გამაფხვიერებელი ან სოდა, მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- გატარებული ხორცი მოთუშეთ, შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სანელებლები, მარილი და 10 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
- საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და დაიტანეთ ცომის ნახევარი. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ მომზადებული შიგთავსი, დაახეხეთ ყველი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
- ზემოდან გადააფარეთ დარჩენილი ცომი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. პეროგი გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.
უგემრიელესი და ნოყიერი კერძი შეგიძლიათ სუფრასთან ცხელი მიიტანოთ და ყველა გააოცოთ თქვენი კულინარიული ოსტატობით. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!