ნატურალური სასმელი, რომელსაც რეგულარულად ვსვამ. პარაზიტების, სოკოსი, ანთებისა და ინფექციების არ მეშინია

შემოგთავაზებთ უძლიერესი ანტიოქსიდანტური სასმელის რეცეპტს, რომელიც მრავალი დაავადებისგან დაგიცავთ. ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ სასმელს სასიამოვნო არომატი და არაჩვეულებრივი გემო აქვს.

სასმელის ძირითადი ინგრედიენტი არის უამრავი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული მიხაკი.

იხილეთ მცირე ინფორმაცია არომატული სანელებელის სარგებელის შესახებ:

  • გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ანტიოქსიდანტური თვისებებით გაჯერებული ფენოლის ნაერთებით მდიდარი მიხაკი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
  • მიხაკი ეფექტურად გამოიყენება ისეთი რესპირატორული დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ასთმა და ბრონქიტი.
  • მიხაკი წმენდს ნაწლავებს პარაზიტებისგან, სოკოვანი ინფექციებისგან და ბაქტერიებისგან.
  • სასმელის რეგულარულად გამოყენება სასარგებლოა კუნთების ტკივილისა და ართრიტის წინააღმდეგ.

შემოგთავაზებთ მიხაკის ბაზაზე მომზადებული ანტიოქსიდანტური კოქტეილის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ცალი დიდი ვაშლი
  • 2 ცალი მანდარინი ან 1 ცალი ფორთოხალი
  • წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
  • დარიჩინი 1/2 ჩ. კ.
  • მიხაკი 2 ცალი

მომზადების წესი:

  1. მიხაკი დაფქვით ყავის საფქვავში. თუ ყავის საფქვავი არ გაქვთ, მიხაკს დაასხით წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათი.
  2. მიხაკი დარბილდება და შეგიძილიათ სხვა ინგრედიენტებთან ერთად მარტივად დააბლენდეროთ.
  3. სამკურნალო კოქტეილი მიიღეთ მომზადებისთანავე. მაქსიმალური ეფექტისთვის მიიღეთ კვირაში 2-3-ჯერ.

შემოგთავაზებთ ანტიოქსიდანტური სასმელის კიდევ ერთ ვარიანტს.

საჭირო ინგრრედიენტები:

  • ვაშლი 2 ცალი
  • 2 ცალი მანდარინი ან 1 ცალი ფორთოხალი
  • წყალი 1 ჩ. ჭ., დარიჩინი 1/2 ჩ. კ.
  • მიხაკი 5 ცალი
  • თაფლი 1/2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, მიხაკს დაასხით წყალი და აადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ კიდევ რამდენიმე წუთი.
  2. ამ გზით ხელს შეუწყობთ წყლის მიხაკის არომატითა და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებას. თბილ ნარევს დაამატეთ თაფლი.
  3. ვაშლი და მანდარინი დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაამატეთ წინასწარ მომზადებული ნარევი და კარგად აურიეთ.
  4. მიიღებთ თბილ სასმელს, რომელიც ინარჩუნებს ფერმენტებს. მომზადებული სასმელი მიიღეთ დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მიღების წინ შეათბოთ.

უძლიერეს სამკურნალო სასმელს შეუძლია დაიცვას ორგანიზმი მრავალი დაავადებისგან. გისურვებთ ჯანმრთელობას!