თმის რომელი შეფერილობა გამოკვეთს თქვენი თვალის ფერს

2020 წელს ძალიან ბევრი ახალი იდეა, ვარცხნილობა და ფერები გველოდება! ახლა იდეალური დროა, რომ ცივი დღეების ღრუბლიანობა მოიშოროთ და თმის ფერი განაახლოთ. გთავაზობთ, თმის შეღებვის ყველაზე ცხელ ტრენდებს, რომლითაც ამ წელს სიამოვნება გველოდება.

თმის ფერის მოდური ტენდენციები

1. შოკოლად-იასამნისფერი

ასეთი შეფერილობა არა მხოლოდ სუპერ ბუნებრივად გამოიყურება, არამედ რამდენიმე თვე ფერს არ კარგავს. სპეციალურად მუქი თმის ძირების შესაღებად არის განკუთვნილი. ასეთი გადაწყვეტილება თმას წარმოუდგენელ ტალღოვნებას, მოცულობას და მოვლილ იერს მატებს.

2. ვეფხვის თვალი

ოქროსფერ-ყავისფერი ქვის ზოლების მსგავსი, ვეფხვის თვალი ბალაიჟის ტექნიკის სიახლეა, რომელსაც ყველა ელოდა. ბრინჯაოს და ოქროს დეტალები, თბილი ან ნეიტრალური შეფერილობა თქვენი კანის ფერის მიხედვით აირჩიეთ.

3. კრემ-სოდა

ეს სასმელი არაა, რომლითაც ბავშვები ზაფხულში სიამოვნებას იღებენ. ეს ოქროსფერი თმის ფერია – თაფლისფერი გადასვლა მუქ და ღია ფერის ტონებს შორის, რომელიც სახის კანს უფრო გაანათებს. სტილისტები ირწმუნებიან, რომ შეფერილობა ქერა და მუქ თმიანებისთვის მსუბუქად შეიძლება შეიცვალოს.

4. ცისფერი ჯინსი

ფერი საინტერესოა იმით, რომ ერთდროულად ავანგარდული და პრაქტიკულია. ცხადია, რომ არაბუნებრივად გამოიყურება, მაგრამ იმდენად დახშულია, რომ ყოველდღე შეგიძლიათ ასეთი ფერი ატაროთ. კარგი სტილისტი თქვენი კანის ტონის შესაბამისი შეფერილობის არჩევაში დაგეხმარებათ.

5. ფერადი ძირები

ასეთი შეფერილობა ღია ფერის თმას უხდება, მის ფონზე ფერადი ძირები განსაკუთრებით გამოხატულია. ასეთი შეღებვის ტექნიკაში მთავარია – ფერთა სწორ გადასვლას მიაღწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძირები ჭუჭყიან ლაქას დაემსგავსება. თმის ფერების ტენდენციებს გეოლოგიური მოტივები გვკარნახობს.

6. ძვირფასი ქვების შეფერილობა

ეს ტენდენცია ძვირფასი ქვების ყველაზე გაჯერებული შეფერილობის გამოყენებას გვთავაზობს. აქ გვხვდება ამეთვისტოს იასამნისფერი ანარეკლები, ზურმუხტის მწვანე, გაჯერებული ლალი, აკვამარინის ცისფერი ციმციმი და საფირონის ცისფერი ფერი. ასეთი სტილი მუქთმიან გოგოებზე განსაკუთრებით ეფექტური იქნება.

7. იისფერი

იისფერი 2020 წლის ფრად არის გამოცხადებული. სტილისტები გთავაზობენ დახვეწილ შეფერილობებს, მათ შორის ლავანდის, იასამანის, ქლიავის და იის ტონებს. ასეთი ფერები მუქთმიანების ხვეულებს გამოკვეთს, ხოლო ქერათმიანებს უფრო მიმზიდველებს გახდის. საბედნიეროდ, ამ ფერის უამრავი ვარიანტი არსებობს და თითოეულ ქალს საკუთარი იდეალური ვარიანტის მოძებნა შეუძლია.

8. ათასწლოვანი ვარდისფერი

2020 წლის კიდევ ერთი მოდური ფერი. ის „ვარდისფერი ბარბის“ უფრო დახშულ ფერს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა შეფერილობის ფართო სპექტრად გადაიქცა და ფერების თაობა შექმნა. ასეთი მრავალფეროვნების წყალობით შეგიძლიათ ფერებით ითამაშოთ და ყველაზე მიმზიდველი ვარიანტი შეარჩიოთ.

ათასწლოვანი ვარდისფერი უფრო მეტია, ვიდრე ტენდენცია. ეს კულტური ფენომენია, რომელიც უახლოეს დროში არ გაქრება.

9. მარილი და წიწაკა

მაშინ, როცა ყველას თავისი ჭაღარის რცხვენია და მის დამალვას მდგრადი საღებავებით ცდილობს, ფერფლისფერი მოდის მთავარი ტენდენცია გახდა. მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა ქალები თმის ვერცხლისფრად შეღებვას უპირატესობას ანიჭებენ – ის დიდებულად გამოიყურება!

10. კარამელის ბალაიჟი

კარამელის ბალაიჟში თითქმის ყველა ფერი თავსებადია. გაღიავებული თმის წვერები სახეს ვიზუალურად უფრო საინტერესოს ხდიან. კარამელის შეფერილობა თქვენს ვარცხნილობას თმის შეჭრის გარეშე გააცოცხლებს.

11. ზეთისხილის ქერა

ქერა თმა დღემდე ტრენდშია, ოღონდ თბილი შეფერილობა თაფლისფერი-მოყვითალო ფერის შხეფებით. ეს მზისფერი მსუბუქი მარგალიტისფერი შეფერილობა ნებისმიერ თვალის ფერს შესანიშნავად გამოკვეთს.

12. შებოლილი ატამი

თავშეკავებული და ციფი შეფერილობა აერთიანებს ქერა ფერს, მანდარინს და შემწვარ ატამს. შედეგად, თმა მოგაგონებთ ოკეანის ციმციმს მზის ჩასვლის დროს, როცა მზე ჰორიზონტს უახლოვდება.

თამამად იმოქმედეთ და თქვენი საყვარელი ფერი იპოვეთ.