საოცარი ხელნაკეთი ტონიკის შედეგი არის ბრწყინვალე და მოვლილი სახის კანი. ტონიკი განკუთვნილია ცხიმიანი კანისთვის.
ცხიმიან კანს ახასიათებს კანის ზედაპირზე დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვება. მოცემული პრობლემა რთულად ექვემდებარება მკურნალობას, ხოლო ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული კოსმეტიკური საშუალებები კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, რადგან იწვევს ცხიმის ჭარბი რაოდენობით დაგროვებას.
საუკეთესო გამოსავალია ბუნებრივი საშუალებების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. მართალია, სასურველი შედეგის მისაღებად დაგჭირდებათ მეტი დრო, მაგრამ არ გექნებათ გვერდითი მოვლენები.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი ტონიკის რეცეპტს, რომელიც განკუთვნილია ცხიმიანი კანისთვის. გამოიყენეთ ტონიკი რეგულარულად და იზრუნეთ თქვენი კანის სილამაზეზე.
ხელნაკეთი ტონიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 100 მლ გაწმენდილი წყალი
- 1 ს. კ. გამხმარი როზმარინი
- 1 ს. კ. გამხმარი ბალახების: გვირილას, ლავანდისა და კალენდულას (გულყვითელას) ნარევი
- 3 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
- 3 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
მომზადების წესი:
- ფინჯანში მოათავსეთ მოცემული სამკურნალო მცენარეები და დაასხით ადუღებული წყალი. ნაყენი ცოტა ხნით დააყოვნეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ ეთერზეთები.
- მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, კარგი იქნება სპრეი ბოთლს თუ გამოიყენებთ. თუ ტონიკს დაამატებთ კამის თესლსა და პიტნას, მიიღებთ გამაგრილებელ და დამატენიანებელი ეფექტის ხელნაკეთ საშუალებას.
ტონიკი შეინახეთ მშრალ და ცივ ადგილას. მოამზადეთ საოცრად ეფექტური ტონიკი ცხიმიანი კანისთვის და კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.