იტალიური ტკბილი ღვეზელი გულსართის გარეშე

ღვეზელი შინ მომზადებული ტკბილეულია, რომელშიც დიასახლისი მთელ თავის კრეატიულობას აქსოვს. როცა ხელთ არც ისე ბევრი ინგრედიენტი გაქვთ, მზრუნველი ცოლი აუცილებლად შეძლებს გემრიელი დესერტის მომზადებას.

იტალიელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია, რომელსაც არ უყვარს სამზარეულოში დიდი ხნით ტრიალი. მათი სამზარეულო მოეწონება მას, ვისაც ნოყიერად და გემრიელად ჭამა უყვარს. ეს არამხოლოდ ლაზანიასა და პიცას, არამედ ტკბილ ღვეზელებსაც ეხება.

ტკბილი ღვეზელი შიგთავსის გარეშე

იაფი, უბრალო და სწრაფი – სწორედ ეს თვისებები ახასიათებს იტალიურ კლასიკურ ტკბილ ღვეზელს. თუ სახლში ყველა ინგრედიენტი ვერ იპოვეთ კლასიკური ვაშლის ღვეზელისთვის, 12 ს.კ. ინგრედიენტებს ამ ღვეზელისთვის აუცილებლად იშოვით. ღვეზელი “12 კოვზი” 30 წუთში მზადდება, მითუმეტეს, თუ ხელთ მიქსერი გაქვთ. თუ არა, არც ესაა პრობლემა, თუმცა მომზადებას ცოტათი მეტი დრო დასჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 12 ს.კ. შაქარი
  • 12 ს.კ. ზეთი
  • 12 ს.კ. რძე
  • 12 ს.კ. ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1/2 ლიმონი
  • 8 გ გამაფხვიერებელი
  • 150 გ ნაღების ყველი
  • 3 ს.კ. შაქრის პუდრი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი და მარილი, სანამ არ გათეთრდება.

2. კვერცხის მასას დაუმატეთ შაქარი და კიდევ 2 წუთით თქვიფეთ მიქსერით.

3. დაუმატეთ მასას რძე, ზეთი და ფქვილი, შემდეგ გამაფხვიერებელი და ნახევარი ლიმონის წვენი, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. დააფინეთ საცხობ ლანგარზე პერგამენტი.

5. დაასხით ფორმაზე ცომი და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთით. მისი გამოცხობა შეიძლება მულტისახარშ ქვაბშიც, “ცხობის” რეჟიმზე, 1 საათით.

6. დაელოდეთ ღვეზელის გაგრილებას, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და მოათავსეთ განიერ თეფშზე ან ტორტის ჭურჭელზე.

7. მოამზადეთ კრემი: შეურიეთ ყველი შაქრის პუდრს.

8. წაუსვით კრემი ღვეზელის ზედა ნაწილს და მორთეთ ხილითა და კენკრით.

ნუთუ შეიძლება ასეთი გემრიელი დესერტის მომზადება უფრო მარტივად? კრემის მომზადება აუცილებელი არაა – ღვეზელი მის გარეშეც საკმაოდ კალორიული და გემრიელია. შეგიძლიათ, უბრალოდ შაქრის პუდრი მოაყაროთ ან ხილით გააფორმოთ.