ეს ის კოსმეტიკური პრობლემებია, რომელთაც წარსულში მოიტოვებთ წყალბადის ზეჟანგით

2227

წყალბადის ზეჟანგი – შეუცვლელი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც მუდმივად უნდა იქონიოთ საოჯახო აფთიაქში.

დაიმახსოვრეთ! სანამ წყალბადის ზეჟანგს გამოიყენებ, როგორც კანის მოვლის საშუალებას, მანამდე ხელზე გაიკეთეთ სინჯი.

ეს უძლიერესი საშუალება არა მარტო ჭრილობების სადეზინფექციოდ გამოიყენება, არამედ სხეულის მოსავლელადაც.

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ როგორ დაგეხმარებათ წყალბადის ზეჟანგი სილამაზის შენარჩუნებაში.

წყალბადის ზეჟანგის სასარგებლო თვისებები

წყალბადის ზეჟანგი ( H202) ფართოდ გამოიყენება როგორც სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალება.

თუ გსურთ, კოსმეტიკური ხაზით მიიღოთ წყალბადის ზეჟანგისგან მაქსიმალური სარგებელი, მიაქციეთ ყურადღება სტატიაში მოცემულ ინფორმაციას.

1. კანის ლაქების გასაღიავებლად

ასაკთან ერთად კანზე, განსაკუთრებით კი სახის კანზე, ჩნდება ასაკობრივი ლაქები, რომლებიც გამოწვეულია მზის სხივების გადაჭარბებული ზემოქმედებით ან სიცივისგან.

კანი ზოგიერთ ადგილზე მუქდება, რაც ძალიან შესამჩნევია. ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ წყალბადის ზეჟანგი, მაგრამ ის უნდა გამოიყენოთ ფრთხილად და მცირე რაოდენობით.

  • თავდაპირველად გაიწმინდეთ სახე და გამოიყენეთ კანის ამქერცლავი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ან გამოიყენოთ შინ მომზადებული ნიღაბი. შემდეგ კარგად დაიბანეთ.
  • შემდეგ წყალბადის ზეჟანგით გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და რამდენიმე წუთით დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. შემდეგ კი სახე ჩამოიბანეთ.
  • პროცედურა გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ, აუცილებლად ღამით.

2. გამონაყარის წინააღმდეგ

გამონაყარი დიდი პრობლემაა მოზარდთათვის, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთათვის, ქალბატონებისთვის მენსტრუალური ციკლის მოსვლის წინა პერიოდში და კიდევ მათთვის, ვინც ძალიან ცხიმიან საკვებს მიირთმევს.

  • წყალბადის ზეჟანგი უძლიერესი სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც ანადგურებს სახის კანზე გაჩენილ ბაქტერიებს.
  • დაბანვის შემდეგ, დაძინებამდე წყალბადის ზეჟანგით დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები.
  • პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს და არ დაგავიწყდეთ, დილით სახე ჩამოიბანეთ.

3. კბილების გათეთრება

ალბათ გსურთ, რომ ქათქათა კბილებითა და თვალისმომჭრელი ღიმილით გარშემომყოფნი მოხიბლოთ. არ მოგწონთ თქვენი კბილების ფერი, რომლებზედაც უხვად დარჩენილა განვლილი წლების, ყავისა და თამბაქოს კვალი, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს მაგიური სითხე, წყალბადის ზეჟანგი, რომელიც ამ პრობლემას მოგიგვარებთ. შედეგი კიდევ უფრო მეტად ეფექტური იქნება თუ საკვებ რაციონს გაზრდით ხილით, სტაფილოთი და ნივრით.

  • წყალბადის ზეჟანგით გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და ღამით, კბილების გამოხეხვის შემდეგ, ყველა კბილი გაიწმინდეთ.
  • თუ არ გაქვთ დრო, შეგიძლიათ 10 წამის განმავლობაში პირში გამოივლოთ 1 წილი წყალბადის ზეჟანგისა და 3 წილი თბილი წყლის ნარევი.
  • პროცედურა გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, რადგან მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება კბილის ემალი დაგიზიანოთ.

4. ფრჩხილებზე ლაქების მოსაშორებლად

თუ თქვენ ხშირად იყენებთ ლაქს და თავს იწონებთ  ლამზად მოხატული ფრჩხილებით, მინდა გითხრათ, რომ ამ დროს თქვენი ფრჩხილები ვერ სუნთქავენ, რის შედეგადაც ისინი ადვილად იმსხვრევა და ჩნდება არასასიამოვნო ყვითელი ან თეთრი ლაქები.

  • იმისათვის რომ ფრჩხილებმა დაიბრუნოს ნორმალური ფერი, 5 წუთით დააყოვნეთ თითები წყალბადის ზეჟანგით გაჯერებულ წყალში.
  • შემდეგ დაიბანეთ ხელები და კარგად შეიმშრალეთ. ამ პროცედურის შემდეგ  2 დღე არ შეიღებოთ ფრჩხილები.
  • პროცედურა ჩაიტარეთ ყოველთვის, როცა მოიშორებთ ფრჩხილებიდან ლაქს.

ეს იმ მცირე ჩამონათვალთა სიაა, რომელთაც წყალბადის ზეჟანგი ახდენს.

გამოიყენეთ იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი მაგიური ხსნარი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.