გადაწყიტეთ, მოამზადოთ შესქელებული რძით ფაფუკი და ჰაეროვანი კრემი? ცადეთ და თქვენ თვითონ გააკეთეთ შესქელებული რძე.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი შესქელებული რძის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია და ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 200 მლ რძე, 200 გრ შაქარი, 20 გრ კარაქი და 15 წუთში სასურველი პროდუქტი მზად გქნებათ.
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ საშუალო ზომის ქვაბში, რადგან მასა აქაფდება.
- შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- როგორც კი ადუღდება ცეცხლს მოუმატეთ და ხარშეთ კიდევ 10 წუთი. მიიღებთ თხელ მასას, რომელიც გაგრილების შემდეგ გასქელდება.
- მომზადებული მასა გადაასხით მინის ქილაში და შედეთ მაცივარში.
ეს არა მხოლოდ გაცილებით ბიუჯეტური, არამედ შენაძენზე არანაკლებ გემრიელი ვარიანტია, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს.