ხელნაკეთ მალამო, რომელსაც ვიყენებ ყოველთვის, როდესაც ჩემს შვილებს გაციება აწუხებთ

გაციება ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს სასუნთქ გზებს, ცხვირს, სინუსებს, ყელს, ხორხს, ტრაქეასა და ბრონქებს. ის ვრცელდება ვირუსით ინფიცირებულ პირთან უშუალო კონტაქტის გზით.

გაციების სიმპტომებია:

  • ცემინება
  • ლორწოს გადაჭარბებული წარმოება
  • ანთება
  • შეშუპება
  • ყელის ტკივილი
  • სურდო

შემოგთავაზებთ გაციების საწინააღმდეგო უძველესი და უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელსაც ჩვენი ბებიები აქტიურად იყენებდნენ. ეს საოცრად ეფექტური საშუალება ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ პიტნა ან მენთოლი, რომელთა სამკურნალო თვისებების წყალობით შეძლებთ სუნთქვის გაუმჯობესებასა და სასუნთქი გზების გათავისუფლებას.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფუტკრის ცვილი 1 ს. კ. (15 გრ)
  • ზეითუნის ზეთი 3 ს. კ. (45 მლ)
  • ევკალიპტის ეთერზეთი 15-20 წვეთი
  • პიტნის ეთერზეთი 25-30 წვეთი
  • როზმარინის ეთერზეთი 10-15 წვეთი

მომზადების წესი:

  1. ზეითუნის ზეთთან ერთად ორთლის აბაზანაზე გაადნეთ ცვილი, შემდეგ გააგრილეთ და აურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
  2. მკურნალობა შედგება 2 ეტაპისგან: პირველ რიგში, მოამზადეთ პიტნის ნახარში და შეისუნთქეთ ორთქლი. ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ პიტნის რამდენიმე ღერი, გამხმარი იქნება თუ ნედლი არ აქვს მნიშვნელობა, დაასხით წყალი და აადუღეთ. შემდეგ მალამო შეიზილეთ მკერდზე.

სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ, სანამ გაციების ყველა სიმპტომი არ მოგეხსნებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!