კბილებისა და ღრძილების მოვლა ადამიანის მთავარი საზრუნავია. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ხელს შეუშლის კბილების, ღრძილების დაავადებებისა და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას. მეორე მხრივ, დაავადებული პირის ღრუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების საწინდარია.
როდესაც რეგულარულად არ იხეხავთ კბილებს, ნადები გროვდება ღრძილებზე და იწვევს ბაქტერიებისა და ისეთი სერიოზული ინფექციების ჩამოყალიბებას, როგორიცაა, გინგივიტი და პერიოდონტიტი.
საბედნიეროდ, არსებობს უამრავი საოცრად ეფექტური ბუნებრივი საშუალება, რომლებიც მოგაშორებთ ნადებს კბილებსა და ღრძილებზე და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ერთ-ერთი მათგანის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალბადის ზეჟნგი ½ ფინჯანი
- სოდა 1 ს. კ.
- მარილი ½ ჩ. კ.
- ცივი წყალი 1 ფინჯანი
- თბილი წყალი ½ ფინჯანი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- სოდა და მარილი აურეით. სველი ჯაგრისი გააჯერეთ მომზადებული ნარევით და კბილები გაიხეხეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.
- შემდეგ წყალბადის ზეჟანგი გახსენით თბილ წყალში, გამოივლეთ პირის ღრუში და გადმოაქციეთ, კიდევ ერთხელ გაიხეხეთ ჯაგრისით და ბოლოს ცივი წყალი გამოივლეთ.
- პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. მალე გასაოცარ შედეგს მიიღებთ და ყველას აღაფრთოვანებთ თქვენი მარგალიტივით თეთრი კბილებით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება, გაიხეხეთ კბილები მოცემული მეთოდი მიხედვით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამზეზე.