თუ წელის გარშემოწერილობის შემცირება გსურთ, მიიღეთ ნატურალური სასმელი

წონაში დაკლება საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით რთულია წელის არეში ვისცერალური ცხიმების მოშორება.

გარდა იმისა, რომ მუცელზე, წელზე და გვერდებზე დაგროვებული ცხიმები თქვენს ფუგურას მომხიბვლელობას აკლებს, ასევე ჯანმრთელობისთვისაც ძალიან საშიშია.

წელის არეში დაგროვილი ცხიმი მიუთითებს, რომ ქოლესტერინის დონე მომატებულია, რაც საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს ჰიპერტონიის, გულის შეტევისა და სხვა მრავალი სერიოზული პრობლემის განვითარებას.

იმისათვის, რომ მოიშოროთ წელის არეში არსებული ცხიმები, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შეიტანოთ გარკვეული ცვლილებები ცხოვრების სტილში და კვებაში.

მიუხედავად ფიზიკური აქტივობებისა და ჯანსაღი კვებისა, ხშირად ხდება ისე, რომ ცხიმოვანი ფენების შემცირებას ვერ ვახერხებთ. სწორედ ასეთი შემთხვევისთვის არსებობს ნატურალური სასმელი, რომელის მომზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით

სასმელის სწორად გამოყენების შემთხვევაში შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, სისხლძარღვების გაწმენდასა და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრია 1 ჩ. ჭ.
  • ვანილი მწიკვი
  • წყალი 8 ფინჯანი
  • დარიჩინის 1 ჩხირი ან 1 ჩ. კ. ფხვნილი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, შვრიას დაასხით წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათი. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დააბლენდერეთ.
  2. მომზადებული სასმელის 1 ჩ. ჭ, მიიღეთ საუზმემდე ადრე ან ვახშმის შემდეგ. პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!