
შემოგთავაზებთ ბალახების ჩაის რეცეპტს, რომელიც სწრაფად, მარტივად და ეფექტურად ზრდის სისცოცხლისუნარიანობას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას.
ორგანიზმი უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს საჭმლის მონელაბაზე. თუ სხეული სათანადოდ ვერ ინელებს საკვებს, ეს უზარმაზარ დისკომფორტს გიქმნით, გრძნობთ დაღლილობას და კარგავთ ენერგიას. შეეცადეთ, მოიწესრიგოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, შედეგად კი გაიუმჯობესებთ გუნება-განწყობას, შეჰმატებთ ორგანიზმს ენერგიას და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დააკავშირებულ პრობლემებს.
გირჩევთ, გამოიყენოთ ცერეცოს ჩაი, რომელიც მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად საუკეთესოა, გარდა ამისა, ამცირებს ანთებას, გაგათავისუფლებთ მუცლის შებერილობისგან და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს.
ჩაის შემადგენლობა გაჯერებულია სამკურნალო მცენარეებით, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ზრდის ჟანგბადის ნაკადს. ცერეცოსა და ქინძის თესლი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო პროდუქტებია, განსაკუთრებით ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.
რეკომენდებულია სამკურნალო ჩაის სადილის შემდეგ მიღება. ამ გზით შეძლებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ჩაი უმარტივესი მოსამზადებელია და გემოც სასიამოვნო აქვს. თუ თქვენი ორგანიზმი კარგად ინელებს საკვებს და ითვისებს მის სასარგებლო ნივთიერებებს, იგრძნობთ ენერგიისა და ძალის მომატებას.
ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები (გათვლილია 2 პორციაზე): წყალი 2 ჩ. ჭ., ცერეცოს თესლი 1 ჩ. კ., ქინძის თეასლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
წყალი აადუღეთ, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და დაუყონებლივ გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ ჭამიდან ჭამამდე შუალედში.
სამკურნალო ჩაი მიიღეთ თბილი და უშაქროდ. გისურვებთ ჯანმრთელობას!