ვანილის კექსი კეფირზე. საუცხოო არომატი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

გიყვართ ჩაი და დილას იწყებთ ფინჯანი ღვთაებრივი სასმელით და ისიც კარგად იცით, რომ მის საუცხოო არომატს ძალიან უხდება კექსები, ორცხობილები, ბისკვიტები, პეროგები, რომელთა რეცეპტებს უხვად გთავაზობთ ხოლმე.

ამჯერად, შეოგთავაზებთ ვანილის უგემრიელესი კექსის რეცეპტს, რომელზედაც უარს ვერავინ იტყვის.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 14 გრ გამაფხვიერებელი ან სოდა
  • 1 ჩ. ჭ. კეფირი
  • 3 კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • ვანილი
  • 100 გრ კარაქი.

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ კეფირი, ვანილი, კარაქი, აურიეთ და შეაზილეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
  2. გამოსაცხობად დაგჭრდებათ კექსის ფორმა, წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ ცომი. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
  3. 30-40 წუთში უგემრიელესი ვანილის კექსი მზად იქნება. გაგრილების შემდეეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.

მოამზადეთ საოცარი ვანილის კექსი და ისიამოვნეთ! შეგიძლიათ დაამატოთ მწიკვი დარიჩინი, ნახევარი ლიმონის წვენი და კექსის საოცარი სურნელი კიდევ უფრო გააგემრიელოთ.